ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2020, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T8104 - ტენდერი პირბადეების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/კ 21632351), შპს „მცხეთის წყალი“ (MWC, ს/კ 236052515 და შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს პირბადეების შესყიდვასთან დაკავშირებით 2 ურთიერთდამოუკიდებელ ლოტად 

  • ლოტი N1 - მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების შესყიდვა 
  • ლოტი N2 - ერთჯერადი (სამედიცინო) გამოყენების პირბადეების შესყიდვა 

განსკათრებული მოთხოვნები:
წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს დანართი N1-ით განსაზღვრული პირბადეების მოწოდება შემდეგი ძირითადი მოთხოვნებით:

ლოტი N1 - მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების შესყიდვა

  • პირბადე განკუნთვილი უნდა იყოს მრავალჯერადი მოხმარებისათვის; 
  • უნდა იყოს სამშრიანი, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით;
  • ცხვირზე ფიქსაციით და მყარი რეზინების სამაგრით;
  • ფერი - ღია ტონები - ღია ნაცრისფერი, ღია ცისფერი - არა თეთრი.  
  • დაფასოებული უნდა იყოს ჰერმეტულად 50 და/ან 100 ცალიანი შეკვრებით. 

ლოტი N2 -ერთჯერადი (სამედიცინო) გამოყენების პირბადეების შესყიდვა

  • პირბადე განკუნთვილი უნდა იყოს ერთჯერადი მოხმარებისათვის; 
  • უნდა იყოს სამშრიანი, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით;
  • ცხვირზე ფიქსაციით და მყარი რეზინების სამაგრით;
  • ფერი - ღია ტონები
  • დაფასოებული უნდა იყოს ჰერმეტულად 50 და/ან 100 ცალიანი შეკვრებით. 

შენიშვნა: ვიზუალური შეფასებისათვის დანართი N1-ში პოზიციების მიხედვით მოცემული არის ფოტომასალა, თუ რა სტილის უნდა იყოს წარმოდგენილი შემოთავაზება (ფოტომასალა არ ნიშნვს იმას, რომ გვესაჭიროება ფოტოს იდენტური, არის მხოლოდ ვიზუალური აღქმისათვის) 

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

პირბადეების შესყიდვის თვიური მიახლოებითი რაოდენობა მოცემულია დანართი N1-ში. 

შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული რაოდენობა არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს/ან მეტობით აითვისოს  ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების  (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • მისამართები განსაზღვრულია დანართი N1-ში.
  • შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში შემსყიდველი იტოვებს უფლებას საქონლის მიწოდება მოითხოვოს დანართი N1-ით განსაზღვრული მისამართებიდან განსხვავებულ ლოკაციაზე

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის ჩათვლით, მათ შორის ტრანსპორტირების საფასურიც.. 
  • შემოთავაზებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის შემადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის ლაბორატორიული დასკვნა უვნებლობასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო მოქმედების დამადასტურებელი დასვნით. 
  • კომაპნიების ჩამონათვალი და/ან რეკომენდაციები ანალოგიური ტიპის მომარაგებასთან დაკავშირებით. 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე მინ 1 თვით ადრე. 
  • შემოთავაზებული პირბადეების ფოტომასალა და გამოყენების წესები;
  • ტენდერის დასრულების დღეს, პრეტენდენტმა უსასყიდლოდ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზების ნიმუშები მისამართზე: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ N10 (GWP-ს სათავო ოფისი). ნიმუშებზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის დასახელება. 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 17 ნოემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192500

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 ნოემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა