ჩაბარების ვადა:

24 ნოემბერი 2020, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T8111 - ტენდერი მთაწმინდა-კრწანისის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მოწყობოლი თხრილების და საგზაო საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მთაწმინდა-კრწანისის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მოწყობოლი თხრილების და საგზაო საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე.

შენიშვნა: დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სავარაუდო შესყიდვის ფასები მოცემულია თანდართულ ფაილში სახელწოდებით „დამკვეთის სავარაუდო ფასი“

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • მთაწმინდა-კრწანისის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მოწყობოლი თხრილების და საგზაო საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვა ქვემოთ მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად. 
  • ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისთვის“ დღიურად გადასაცემი ობიექტის რაოდენობა მთაწმინდა-კრწანისის რაიონში საშულოდ შეადგენს 4 ობიექტს. 
  • შენიშვნა: სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დამკვეთი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების მოქმედების ვადაში წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთის მიერ გადაცემული დავალებ(ებ)ის შესრულება უზრუნველყოს დანართი N2-ში (დავალების დამკვეთიდან შემსრულებელზე გადაცემის წესი, პროცედურა და შესრულების პირობები) მოცემული ინსტრუქციის და პირობების შესაბამისად
  • შემსრულებელს სამუშაოების შესასრულებლად უნდა ყავდეს როგორც დღის ასევე ღამის ბრიგადები/სამუშაო ჯგუფები;
  • შემსრულებელი ვალდებულია, რომ მომსახურების გაწევის დროს ისარგებლოს მხოლოდ იმ ასფალტო-ბეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ან/და სხვა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, ამ ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე და ამასთან, მისი მახასიათებლები შესაბამისობაში იქნება დანართში N 3 მოცემულ მახასიათებლებთან. 
  • დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მას აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა გამოყენებული მასალის შესაბმისობაზე დანართში N3 მოცემულ კრიტერიუმებთან. 
  • შემსრულებელი ვალდებულია წყალარინების და წყალმომარაგების მაილსადენის მოწყობისას თხრილის (ტრანშეას) შევსება და ტკეპვნა ფენობრივად განახორციელოს დანართი N4-ში მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად;
  • ამასთან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამუშაოები ტენდერზე თანდართული კონტრაქტორთა მართვის გეგმის შესაბამისად.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება 1.2 პუნქტში მოცემული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოზე.

სამუშაოს შესრულების(ხელშეკრულების) ვადა:

  • სამუშაოს შესრულების/ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს მთაწმინდა კრწანისის რაიონში

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შემსრულებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია.
  • შენიშვნა: საგარანტიო ვადის განმავლობაში „შემსრულებლის“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი „შემსრულებლის“ მიერ გამოსწორებული უნდა იქნას არაუგვიანეს შესაბამისი შეტყობინების მიღების მომენტიდან 36 (ოცდათექვსმეტი) საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „დამკვეთის“ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში სხვა ვადაა მითითებული. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით „მხარეთა“ შორის მიღება-ჩაბარებისა აქტის, ფორმა 2-ის, ფარული სამუშაოების აქტის, ფორმა 3-ის და „დამკვეთის“ მიერ მოთხოვნილი სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ორივე მხარის მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშსწორების დროს აღმოჩნდება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და/ან ფორმა 2 და/ან ფარული სამუშაოების აქტი ან/და ფორმა 3 ხელმოწერის თარიღი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ანგარიშსწორების ვადის ათვლა დაიწყება ამ დოკუმენტებიდან ყველაზე გვიანი თარიღით გაფორმებული დოკუმენტის თარიღიდან.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 50,000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში.
  • შენიშნვნა: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N5-ში მოცემული არსებითი პირობების დაცვით

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 (პუნქტი 1.2);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი, დანართი N2, დანართი N3 და დანართი N4

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.10 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 24 ნოემბერი, 12:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ნინო ადამია
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: nadamia@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1143); 577 350 051

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულების პროექტი
დამკვეთის სავარაუდო ფასი დამკვეთის სავარაუდო ფასი
დანართი N1-ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ხარჯთაღრიცხვა
დანართი N2-დავალების გადაცემის წესი, პროცედურა და შესრულების პირობები დანართი N2-დავალების გადაცემის წესი, პროცედურა და შესრულების პირობები
დანართი N3-ასფალტო-ბეტონის ტექნიკური მახასიათებლები დანართი N3-ასფალტო-ბეტონის ტექნიკური მახასიათებლები
დანართი N4-სამუშაოების შესრულების ტექნიკური ინსტრუქცია დანართი N4-სამუშაოების შესრულების ტექნიკური ინსტრუქცია
დანართი N5-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დანართი N5-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
კონტრაქტორის განაცხადი კონტრაქტორის განაცხადი
კონტრაქტორის მართვის გეგმა კონტრაქტორის მართვის გეგმა
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა