ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8118 - ტენდერი ტვირთის გადაზიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ,,ფოლადის სახლი“ 2014 წელს დაარსდა. კომპანიის მთავარ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს რკინის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან მწარმოებლებთან საქართველოში, თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში, ირანსა და აზერბაიჯანში, რაც განაპირობებს მასალის ფართო ნომერკლატურასა და მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებელს.                                                                                                                                                    

კომპანია ,,ფოლადის სახლი'' იწვევს საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებს, სატენდერო წინადადების წარსადგენად.                                                                                                                                                                      

ტვირთის იმპორტი უნდა განხორციელდეს თურქეთიდან და რუსეთიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

(დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი) 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სატვირთო მანქანები უნდა დააყენოს მითითებულ მისამართზე მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. 

ინვოისის გამოწერა უნდა მოხდეს საქონლის დატვირთვის დღეს.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • კომპანიის რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.) 
  • ფასების ცხრილი (იხილეთ მიმაგრებული ფაილი)
  • ანგარიშსწორების პირობები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 16 ნოემბერი, 18:00 საათი.
  • კომერციული წინადადების მიღება შესაძლებელია როგორც დახურული კონვერტითმისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით: tenders@poladissakhli.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნუგზარი მსხილაძე
მობ: 593791177
ელ. ფოსტა: tenders@poladissakhli.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები