ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8134 - ტენდერი სამკურნალო მასალების და სამედიცინო სახარჯი მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ევექს-ლოჯისტიკა“ ევექსის ქსელის ჰოსპიტალებისა და კლინიკებისთვის აცხადებს ტენდერს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ცენტრალიზებულ შესყიდვაზე. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წამოგვიდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ჩამონათვალი თანდართულია ელექტრონული ვერსიის სახით (დანართი #1).
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (დანართი #2).
  • ხელმოწერილი აფედავიტი (დანართი #3).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიიდან.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს ნაკლები ამ საქონლის სრული ვარგისიანობის ვადის 80%-სა. საქონლის ვარგისობის ვადა შესაძლებელია იყოს განსხვავებული მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
  • გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ მომწოდებლის მიერ კონკრეტული დაკვეთით გათვალისწინებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს, თბილისში, ევექს-ლოჯისტიკის საწყობში, შეკვეთის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა.
  • შესაძლებლობის ფარგლებში, პროდუქციის მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა ტენდერის მოქმედების პერიოდში - 1 წლის განმავლობაში.
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მოხდება წინამდებარე დოკუმენტზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის პირობების შესაბამისად.
  • წარმოდგენილ წინადადებაში (დანართი #1), გთხოვთ, მიუთითოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული მედიკამენტის და სახარჯი მასალების დასახელება, ერთეულის ფასი, მწარმოებელი კომპანია, აქტიური სუბსტანციის მწარმოებელი და მედიკამენტის და სახარჯი მასალის შეფუთვის ქვეყანა. აუცილებლად მიუთითეთ კომენტარის ველში, თუ შემოთავაზებული პრეპარატის ფორმა, დოზა ან სხვა პარამეტრი არ ემთხვევა ტენდერის მოთხოვნას

გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება წინადადებაში მითითებულ ფასსა და პროდუქტის ხარისხს. შემოთავაზებული თითოეული მედიკამენტი და სამედიცინო სახარჯი მასალის სახეობა განიხილება ინდივიდუალურად

თანდართულ დოკუმენტაციაში ასევე მოცემულია ხელშეკრულების სტანდარტული ნიმუში დანართებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტმა შემსყიდვლის მიერ მოთხოვნილი, სატენდერო წინადადება უნდა წარადგინოს ელექტრონულად მეილის სახით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე Local-Procurements@evex.ge არაუგვიანეს 2020 წლის 4 დეკემბრის 18 საათისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ჰოსპიტალური სამედიცინო შესყიდვების უფროსი
თეონა ჭიჭინაძე
მობ: 591 095030
ელ. ფოსტა: Local-Procurements@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები