ჩაბარების ვადა:

27 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8156 - ტენდერი ქ. თბილისში, ლაგოდეხის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს ალუმინის კარ-ფანჯრების დასამზადებელი-სამონტაჟო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს სიმეტრია აცხადებს ტენდერს ქალაქ თბილისში, ლაგოდეხის ქუჩა №4, №6 და ფაღავას ქუჩა № 15/7 -ში მშენებარე სასტუმროს ალუმინის კარ-ფანჯრების დასამზადებელი-სამონტაჟო სამუშაოებზე.

ტექნიკური პარამეტრები:

  • მომწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს პროექტით მოცემული ზომებით, ფერებით, ჩარჩოს ფორმებით, ჟალუზისა და გაღების ტიპებით (იხ. სპეციფიკაცია)

ალუმინის პროფილი:

  • მაღალი ხარისხის IFT Rosenheim სერთიფიკატით წყლისა და ქარის სიმჭიდროვეზე
  • ალუმინის პროფილის სისქე უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 1.6 მმ-ს; სიგანე მინიმუმ 58 მმ
  • კარ-ფანჯრების მასალა: ალუმინის პროფილი თბო-იზოლაციური სადებით (მინ. 18მმ სისქის). გათვალისწინებულ უნდა იყოს ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ე.წ. თბილი პროფილი
  • PVC ღარიანი პროფილი არ მიიღება 

მინა:

  • 6 მმ Guardian HP 60/40 x შავი შუასადებელი x 6 მმ; ან მსგავსი. U Value W / m2K) 1.5
  • სასტუმროს საზოგადოებრივი თავშეყრის ფართებში, შენობის 0 სართულზე - საფასადე სისტემა; ორივე ზედაპირი ნაწრთობი; გაღების ტიპები: იხ. სპეციფიკაცია  
  • სასტუმრო ოთახებისა და დერეფნების სართულებზე, მხოლოდ შიდა (ოთახის მხარეს) ზედაპირი ნაწრთობი; გაღების ტიპი: გადმოკიდებით სტუმრებისთვის და სრული გაღებით მომსახურე პერსონალისთვის (იხ. სპეციფიკაცია).  

ჟალუზი:

  • 286 მ2; ფერი შავი; დეტალი და ჩამაგრების ტიპი იხილეთ საპროექტო დოკუმენტაციაში

ფანჯრებისა და კარებების შეფუთვა მთელს პერიმეტრზე ფასადის მხრიდან ჰიდრო საიზოლაციო მემბრანით; ინტერიერის მხრიდან ორთქლსაიზოლაციო მემბრანით.

დეტალები: სახელური, საკეტი ფურნიტურა, კარის ჩამკეტი მექანიზმი, კარის ჯაგრისი ევროპული წარმოების, შესაბამისი ხარისხისა და წარმოშობის სერთიფიკატებით

სამონტაჟო მოთხოვნები: ალუმინის კარ-ფანჯრების აგრაფებით მონტაჟი უნდა მოხდეს ‘ბედეგის’ იზო-ბლოკის მწარმოებელთან შეთანხმებით და მათი ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

ნიმუში:

  • ტენდერის მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში წარმოდგენილ იქნას პროფილის ნიმუში
  • ტენდერის ფინალში გასვლის შემთხვევაში წარმოდგენილ იქნას საკეტისა და ჟალუზის ნიმუში

სხვადასხვა:

  • შემსრულებლის მიერ განხორციელდეს აზომვითი სამუშაოები
  • შემსრულებლის მიერ მომზადდეს ნახაზები (მათ შორის თაღოვანი ფანჯრებისა და ჟალუზების დეტალური სამონტაჟო ნახაზები შეთანხმდეს წინასწარ)

სხვა პირობები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები განახორციელოს სატენდერო დოკუმენტაციით მოცემული პროექტისა და სპეციფიკაციის საფუძველზე;
    იმ შემთხვევაში, თუ სპეციფიკაციაში სამუშაოების შესრულებისას გამოსაყენებელ საქონელზე (მასალებზე) მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება’მსგავსი’ ან ‘ექვივალენტური’.
  • მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით;
  • სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს დამკვეთის ზედამხედველობის განმახორციელებელი პირების მიერ გაცემული როგორც ზეპირი, ისე წერილობითი რეკომენდაციები;
  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ადგილის დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, სამუშაოების პროცესში გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია მოითხოვს შესაბამის სერტიფიკატებს მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე;
  • მიმწოდებელმა სამუშაოების წარმოების პარალელურად, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვის მოგროვება და გატანა, ხოლო სამუშაოების დასრულებისთანავე სრულად გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებისა და მოწყობილობა-დანადგარებისგან;
  • მიმწოდებელი ვალდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით (მათ შორის: ადამიანური რესურსით, მოწყობილობებით და მასალით);

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

  • სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • სამუშაო სრულდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილის ლაგოდეხის ქუჩა №4, №6 და ფაღავას ქუჩა № 15/7 -ში

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს წინამდებარე ტენდერში წინადადების წარდგენის დღემდე უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში, ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის არანაკლებ 2 000 000,00 (ორი მილიონი) ლარის ღირებულების სამუშაო, რისი დადასტურების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს:
  • ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (თანდართული დოკუმენტის მიხედვით);
  • ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები

საავანსო თანხის გარანტია:

  • ავანსის სახით გაცემული თანხის უზრუნველყოფის მიზნით კონტრაქტორის მიერ  დამკვეთისთვის წარმოსადგენი უპირობო საბანკო გარანტია.

საგარანტიო პერიოდის გარანტია:

  • კონტრაქტორის მიერ დამკვეთისთვის წარმოსადგენი,  სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხაზე გაცემული 12 თვიანი უპირობო საბანკო  გარანტია.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხაზე კონტრაქტორის მიერ წარმოსადგენი უპირობო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 1(ერთი)თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას

გარანტიის პირობები:

  • ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს დამკვეთისთვის მისაღები და მასთან წინასწარ შეთანხმებული საბანკო დაწესებულების მიერ.
  • კონტრაქტორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში წარუდგინოს დამკვეთს დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურები შესრულებულ სამუშაოზე.

ანგარიშსწორების პირობები:
სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებას დამკვეთი განახორციელებს შემდეგი წესით:

  • სამუშაოების საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულების (სავარაუდო სახელშეკრულებო ფასის) 20%-ის გადახდას დამკვეთი უზრუნველყოფს ავანსის სახით, კონტრაქტორის მიერ იგივე ოდენობის თანხაზე უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენის თარიღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში; ამასთან, წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ  30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულებისთვის დადგენილ ვადას. საგარანტიო პერიოდის გაგრძელება ხორციელდება მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამასთან ახალი უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენა უნდა მოხდეს არსებული უპირობო საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე 10 კალენდარული დღით ადრე.   აღნიშნული საბანკო გარანტიის შემცირება მოხდება შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშსწორების პროცესში ფაქტიურად გაცემული ავანსის  შემცირების შესაბამისად, დამკვეთის მხრიდან გაცემული შესაბამისი წერილობითი დადასტურებისა და ორმხივად ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იმ პირობით, რომ გარანტიის თანხა არც ერთ ეტაპზე არ უნდა იყოს ფაქტიურად გაცემულ და გამოუქვითავ საავანსო თანხაზე ნაკლები.
  • შემდგომი გადახდები განხორციელდება  კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესაბამისად, არაუგვიანეს აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 80%-ის ოდენობით, ავანსად გაცემული თანხის პროპორციული გამოქვითვით.

შესრულებული სამუშაოების ღირებულების ბოლო 10%-ის ანაზღაურებას/საბოლოო ანგარიშსწორებას დამკვეთი განახორციელებს ორ ეტაპად, კერძოდ:

  • სამუშაოების სრულად დასრულებისა და მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ,  არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დამკვეთი გადაუხდის კონტრაქტორს დაკავებული თანხის 5%-ს,
  • დანარჩენ 5%-ს დამკვეთი კონტრაქტორს გადაუხდის კონტრაქტორის მიერ საგარანტიო პერიოდის უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ან/და საგარანტიო პერიოდის დასრულებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში ამასთან, საგარანტიო პერიოდის გარანტია გაცემული უნდა იყოს სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხაზე და მოქმედებდეს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის  განმავლობაში.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ გადმოწეროთ WeTransfer - ის მიმაგრებული ბმულიდან: https://bit.ly/2H700hd

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ttsotsolashvili@simetria.ge არაუგვიანეს 2020 წლის 27 ნოემბრისა 18:00 სთ.

საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის მენეჯერის საკონტაქტო მონაცემები
თეო წოწოლაშვილი 
მობ: 599210025
ელ. ფოსტა: ttsotsolashvili@simetria.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები