ჩაბარების ვადა:

26 ნოემბერი 2020, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T8157 - ტენდერი 150’000 წყვილ (ანუ 300’000 ცალი) უტალკო (ან მცირე ტალკით) ლატექსის ხელთათმანების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღება დაწყებულია. შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს 150’000 წყვილ (ანუ 300’000 ცალი) უტალკო (ან მცირე ტალკით) ლატექსის ხელთათმანების შესყიდვაზე:

დასახელება ზომა შესასყიდი
რაოდენობა
1 წყვლის ფასი
(გადასახადების ჩათვლით)
სულ ფასი
(გადასახადების ჩათვლით)
ლატექსის ხელთათმანები S

40’000 წყვილი (80’000 ცალი)

- ლარი - ლარი
ლატექსის ხელთათმანები M

80’000 წყვილი
(160’000 ცალი)

- ლარი - ლარი
ლატექსის ხელთათმანები L

30’000 წყვილი 
(60’000 ცალი)

- ლარი - ლარი
ჯამური ფასი - ლარი

ძირითადი მახასიათებლები:

  • არასტერილური ხელთათმანი, უტალკო (ან მცირე ტალკით)  ლატექსი სერტიფიცირებული, არა ალერგიული, მაღალი მგრძნობელობის, მუყაოს კოლოფებით შეფუთული.
მიწოდების ვადა (კალენდარული დღე)  


შენიშვნა:
საქონლის მოწოდების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეზე მეტი, ხოლო ნიმუშის წარმოდგენა არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ასევე, შესაძლებელია პერიოდული მოწოდება მითითებული ვადის განმავლობაში.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
  • ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება ჯამურ შესასყიდ რაოდენობაზე, ბიჯის ოდენობა 1300 ლარი;

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • საქონლის შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში;
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ცხრილით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური ინფორმაცია საქონლის შესახებ (მწარმოებლის მიერ გაცემული);
  • საქონლის (ყუთის და ხელთათმანის) ფოტოსურათი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 26 ნოემბერი 15:00სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 1300 ლარი;
  • ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტაKo.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 ნოემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'300.00 ‎₾