ჩაბარების ვადა:

24 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8165 - ტენდერი სანიაღვრე, წყლის და კანალიზაციის ქსელების გადატანაზე

ტენდერის აღწერილობა:

სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.აპექს დეველოპმენტი არის კომპანია, რომელსაც აქვს იმის რესურსები და შესაძლებლობები, რომ შექმნას კაპიტალი, დააპროექტოს, ააშენოს და შემდეგ მართოს ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ცხოვრების გაუმჯობესება.აპექს დეველოპმენტის მიზანია შექმნას პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე.ჩვენ მივისწრაფვით, რომ აპექსი ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტთან, თანამედროვე სტილთან და მყუდრო გარემოსთან.

შპს "სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი" აცხადებს ტენდერს ნუცუბიძის ფერდობზე (საკადასტრო კოდი: 01.14.02.013.207) სანიაღვრე კოლექტორის (1000-1500 მმ), წყალსადენის (150 მმ-იანი) და კანალიზაციის (500 მმ-იანი) მილსადენების გადატანაზე.

  • ერთი პრეტენდენტისგან მიიღება მხოლოდ ერთი შემოთავაზება;
  • ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის, შესრულების ვადისა, გარანტიის და ანგარიშსწორების და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების მიწოდების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია წინადადებასთან ერთად.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა სამივე ტიპის სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი განფასებით, ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადის (მათ შორის დ.ღ.გ.-ს) , ასევე სამუშაოს შესრულებითვის საჭირო უსაფრთხოების წესების დაცვის ხარჯების ჩათვლით.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ წინადადებაში უნდა მიუთითოს სამუშაოს შესრულების ვადები, საგარანტიო და გადახდის პირობები.

სანიაღვრე სისტემის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მოცემულია თანდართულ დოკუმენტაციაში, წყალსადენი და კანალიზაციის მილების პროექტები მოცემულია ხარჯთაღრიცხვის გარეშე. დანართში ასევე მოცემულია ხაზობრივი ნაგებობების თანხმობები და წერილები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 24 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • სატენდერო წინადადებები მიიღება ქვევით მითითებულ ელ-ფოსტაზე;

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: porchkhidze.nikolozi@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები