ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T817 - ტენდერი სისხლძარღვის პროტეზების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს სისხლძარღვის პროტეზების შესყიდვაზე.

  • შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა მოცემულია დანართში #1
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში #2
  • საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ, შპს „ავერსის კლინიკა“

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ფასი წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე თანდართულ ექსელის ფაილში (დანართი #1);
  • მისაწოდებელი საქონლის ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
  • თქვენი შეთავაზება შესაძლებელია წარმოადგინოთ ერთ ან რამოდენიმე (რაოდენობა შეზღუდული არ არის) წინადადებაზე;
  • ფასები უნდა ჩაიწეროს დანართში #1, სვეტში – ფასი. წინადადების მოწოდებისას თანმიმდევრობის შენარჩუნებისათვის ცხრილში არ ამოშალოთ ის პოზიციები, რომლებზეც ფასი არ გაქვთ, მხოლოდ დატოვეთ გრაფა თავისუფალი;
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა;
  • პროდუქციის ვარგისიანობის ვადა;
  • თქვენი წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი 2015 წ 30 ოქტომბრამდე;

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა დანართი #1-ის სახით. ანართი #1 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, ელექტრონული სახით „ექსელის“ ფორმატში. 
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №3 სახით;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აპარატების სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა დანართის #1, მიწოდებული ანალოგიური საქონლის სრული სიის, მათგან არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციის და აფიდავიტისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ღირებულება - 0,5;
  • მიწოდების ვადა - 0,25;
  • ანგარიშსწორების პირობა - 0.05;
  • პროდუქციის ვარგისიანობის ვადა - 0.02.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტებმა საჭიროა სატენდერო წინადადებები წარადგინონ ელექტრონულად eTenders.ge-ს საშუალებით (იხ. ბმული http://etenders.ge/view/44827/%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A12015 წლის 30 ოქტომბერს, 15:00 სთ–მდე. 

შენიშვნა:  ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს.

შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
ნატო წილოსანი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახური
ტელ: 599 51 02 02 
ელ.ფოსტა: nato.tsilosani@aversi.ge 

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ