ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2020, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T8192 - კონკურსი ახალი (გამოუყენებელი) ჩეხური წარმოების საოფისე ავეჯის რეალიზაციაზე

სატენდერო წინადადებების მიღება დაწყებულია. შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს კონკურსს ახალი (გამოუყენებელი) ჩეხური წარმოების საოფისე ავეჯის რეალიზაციის თაობაზე და იწვევს კომპანიებს/ფიზიკურ პირებს მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორ(ებ)ი, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის შესყიდვას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), რეალიზაციის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • სარეალიზაციო საქონლის მონაცემები მოცემულია დანართი N1-ში. განიხილება, როგორც თითოეული პოზიციის რეალიზაცია დანართ N1-ში მითითებული მინიმალური რაოდენობების  მიხედვით, ასევე  სრული ჩამონათვალის ერთად. 

შენიშნვა: კონკურსის ფარლგებში, უპირატესობა მიენიჭება იმ დაინტერესებულ პირს, რომლის შემოთავაზებაც იქნება მოცულობითი პოზიციების მიხედვით. 

განფასება:

  • დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შესასყიდი პოზიციების ჩამონათვალი დანართი N1-ის მიხედვით, როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფაილის სახით. 

შენიშვნა: 

  • იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი მოახდენს სარეალიზაციო საქონლის საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტი წილის შესყიდვას, განიხილება 10% ფასდაკლება.
  • იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი მოახდენს სარეალიზაციო საქონლის სრულად შესყიდვას, განიხილება 20% ფასდაკლება. 

ანგარიშწორებისა და თანამშრომლობის პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 100% ავანსის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მასალის გატანამდე 5 დღით ადრე.
  • შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრედენდენტის მიერ მოხდება სარეალიზაციო საქონლის 30%-ზე მეტი წილის შესყიდვა, განიხილება კონსიგნაციით ანგარიშსწრორება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. სრულად შესყიდვის შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება ანგარიშსწორების პირობები.
  • დაინტერესებული პირის მიერ სისტემაში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
  • ფასების ცხრილი (დანართი N1);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შემდეგ;
  • სასურველი პერიოდი შესასყიდი საქონლის გატანასთან დაკავშირებით (საწყობებიდან გატანას უზრუნველყოფს „მყიდველი“). 

შენიშვნა:

  • მონაწილე პირის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • მონაწილე პირის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 

წინადადების წარდგენის მომენტისთვის დაინტერესებული პირი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გამყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს წინადადებების მიღების დასრულების ვადა, შეცვალოს საქონლის რეალიზაცისს პირობები, რასაც დროულად აცნობებს მონაწილეებს, ან შეწყვიტოს საქონლის რეალიზაციაზე ინტერესთა გამოხატვის პროცესი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

გამყიდველი გამარჯვებულ მყიდველს გამოავლენს კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. გამყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

გამყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს დაინტერესებული პირისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია მონაწილე პირის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე პირის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, მონაწილე პირი იქნება დისკვალიფიცირებული ინტერესთან გამოხატვის პროცესიდან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  გამყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 30 ნოემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთი კანდელაკი 
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 19 25 00

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); +995 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 ნოემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა