ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T8193 - ტენდერი რკინა-ბეტონის ფილის ჩამოსხმის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს რკინა-ბეტონის ფილის ჩამოსხმის მომსახურების შესყიდვაზე.

 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ანაკრები რკინა-ბეტონის ჭის ნაკეთობების შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობისა და  ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად.
  • შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცვლილება შეიტანოს მის მიერ ელექტრონული ტენდერით განსაზღვრულ შესყიდვის რაოდენობებში

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ანაკრები რკინა-ბეტონის ნაკეთობების მიღება–ჩაბარება, ტრანსპორტირება, შენახვა–დასაწყობება  უნდა განხორციელდეს ГОСТ–13015(ან ანალოგი) სტანდარტის შესაბამისად;
  • ფილების მასალების წარმოებისთვის გამოყენებული ბეტონი უნდა იყოს ქარხნული წესით წარმოებული, არ უნდა იყოს ხელით მოზელილი, ამასთან გამოყენებულ ბეტონს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ფილების წარმოებისთვის გამოყენებულ რკინის ნაკეთობებს ასევე უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მიმწოდებელი ვალდებულია შესასყიდ საქონელს შიდა მხარეს დაუსვას სპეციალური დამღა/ან გააკეთოს მარკირება საქონლის წარმოების თარიღის და მწარმოებლის  შესახებ;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს რკინა-ბეტონის ფილის წარმოებაში გამოყენებული ბეტონის მასალის ნიმუშის („კუბიკი“) შენახვა/კონსერვაცია მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. ამასთან, 
  • მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს წარმოებაში გამოყენებული ბეტონის ნიმუშის შემოწმება საკუთარი ხარჯით, იმ შემთხვევაში თუ ბეტონის ნიმუშის ხარისხი არ იქნება შესაბამისობაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ბეტონის სპეციფიკაციებთან შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს უხარისხო ბეტონით წარმოებული საქონლის ჩანაცვლება; 
  • მიმწოდებელი ვალდებულება ჭის ძირების და გადახურვის ფილების ვიბრირება მოახდინოს „ვიბრო მაგიდაზე“ ან „ვიბრო შლანგით“.
  • კონკრეტული მიწოდებული პარტიის ხარისხის შემოწმება შემსყიდველის მიერ მოხდება შემსყიდველის ტერიტორიაზე საქონლის ჩამოტვირთვამდე (მანქანაზე) შმიდტის ჩაქუჩით, ბეტონში ჩატანებული არმატურის შესამოწმებელი ხელსაწყოთი და ვიზუალური დათვალირებით. იმ შემთხვევაში თუ საქონლის ხარისხი არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მიერ დანართიN2-ში განსაზღვრულ მოთხოვნებს შემსყიდველი აამოქმედებს კონტრაქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს;
  • შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გადახურვის ფილაში დასამონტაჟებელი თუჯის ბრენდირებული ჩარჩო-ხუფის გადაცემა. 
  • თუჯის ბრენდირებული ჩარჩო-ხუფის მიწოდება მოხდება შემსყიდველის ტერიტორიაზე: ლილო (იუმაშევის 14), ფეიქრების ქ. 14 ან  წყალსადენის ქ. 7.  მიმწოდებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს მიწოდებული ჩარჩო-ხუფების თავის ტერიტორიაზე გადაზიდვა.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში ეტაპობრივად, შემსყიდველის შეტყობინებიდან 1 კალენდარული დღის განმვალობაში.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 
  • თბილისი, წყალსადენის ქ. N7, 
  • თბილისი, ფეიქართა ქ. N14.

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხის შემოწმების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პრეტენდენტის ქარხანაში. ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პერიოდულად განახორციელოს მოულოდნელი ინსპექტირება.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი და კვირის ჭრილში მოსაწოდებელი რაოდენობა (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.2);
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, კერძოდ ინფორმაცია ვიბრო მაგიდის ან/და პრესის აპარატის არსებობის შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 30 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ნინი ადამია
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: nadamia@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1143); 577 35 00 51

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 52 33 81

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 ნოემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა