ჩაბარების ვადა:

3 დეკემბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8204 - Procurement of office furniture

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებითშპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 03.12.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. 

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ფირმის სრული სახელწოდება (ლათინურად)
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ფირმის მისამართი
  • ტენდერის დასახელება - “Procurement of office furniture”
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა0108 თბილისი 

ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროგრამის ნომერი: 03.9207.6-001.00 და ტენდერის ნომერი: 91146433 

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა. 

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს: 

  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 08.12.2020-სთვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

სატენდერო დოკუმენტაცია