ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8209 - ფასთა გამოკითხვა ამწეს მომსახურებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას ამწეს მომსახურებაზე.

სამუშაოს აღწერა:

  • საჭიროა 40-50ტ ტვირთამწეობის ამწე. მისი გამოყენებით უნდა შეიცვალოს ცემენტის წისქვილის გვირგვინა კბილანა. ამწეს მოუწევს დახურულ შენობაში მუშაობა და ამიტომ მისი გაბარიტები მნიშვნელოვანი კრიტერიუმია შერჩევის დროს. მაგალითისთვის მიმაგრებულ PDF ფაილში მოცემულია ამწე LTM1050-3.1 გაბარიტები, რომელსაც ვთვლით რომ არ გაუჭირდება ამ სამუშაოს შესრულება.
  • სამუშაო ადგილი - კასპი, ჰაიდელბერგცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოს დაწყების თარიღი- 5 დეკემბერი
  • სამუშაოს ხანგრძლივობა - 3-4 დღე.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად:

ნაბიჯი I. უნდა მოინახულოთ კასპის ქარხნის ის ტერიტორია სადაც ამწეს მოუწევს მომსახურება. საკონტაქტო პირი - უჩა ფურცელაძე 577 77 37 19

ნაბიჯი II. იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ადგილის მონახულების შემდეგ ჩათვლით რომ თქვენი ამწე შეასრულებს ამ სამუშაოს შეფერხებების გარეშე გადმოგზავნით ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებს მისამართზე Ucha.Purtseladze@heidelbergcement.ge არა უგვიანეს 1 დეკემბრისა:

  • მიმაგრებული ექსელის ფაილი - დასკანერებული, უკვე შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული.
  • დასკანერებული ამწეს ტექნიკური პასპორტი.
  • ამწეს გაბარიტები - თუ შესაძლებელია ისეთი სახით როგორც მაგალითშია მოცემული. თუ მსგავსი არ არის შესაძლებელი მაშინ ის მონაცემები მაინც რაც წითელ კუბიკებშია ჩასმული.

გასათვალისწინებელია რომ ამწე და ოპერატორი უნდა აკმაყოფილებდნენ ჰაიდელბერგცემენტის მიერ დადგენილ ყვითელი ტექნიკის უსაფრთხოების წესებს. (უსაფრთხოების წესები მიმაგრებულია PDF ფაილად.)

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები