ჩაბარების ვადა:

3 დეკემბერი 2020, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T8211 - სათემო მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაბა ჩაქვში, ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ტენდერის აღწერილობა:

2019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის “, რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშევეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.

ინფორმაცია მოთხოვნილ სამუშაოებზე:

  • ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება საბავშვო ატრაქციონების, ძელ-სკამების და გადასატანი მინი ბუნაგლოს მოწყობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბა ჩაქვში მდებარე ყოფილი საჯარო სკოლის დევნილთა დასახლებაში.
  • მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე #: RFQ-GEO-002251
  • სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 26 ნოემბერი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 3 დეკემბერი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00

გთხოვთ სატენდერო წინადადების სრული ტექსტი და ყველა საჭირო დოკუმენტები იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში შემდეგ მისამართზე: 8 მარტის #1, ზუგდიდი, საქართველო, არა უგვინეს 03.12.2020

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.gabisonia@drc.ngo არა უგვიანეს 30.11.2020

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები