ჩაბარების ვადა:

11 დეკემბერი 2020, 16:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T8217 - ტენდერი ბანკის ოფისებისთვის ავეჯის შეკვეთით დამზადებასა და მონტაჟზე გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის ოფისებისთვის ავეჯის შეკვეთით დამზადებასა და მონტაჟზე გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს;
  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებამხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადიპირობები(შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთოვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12(თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, ხოლო სისტემაში უნდა დააფიქსიროს ფასი დანართი N1-დან - „სულ სატენდერო ფასი (ლარში) გადასახდების ჩათვლით“;
  • დანართ N1-ში დაფიქსირებული ერთეული ფასებით მოხდება მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა წლის განმავლობაში. ფასების ცხრილში მოცემული რაოდენობები არის საორიენტაციო, ჯამური რაოდენობა რაც ბანკს შესაძლოა დასჭირდეს წლის განმავლობაში, ხოლო მოწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ცალკეული შეკვეთების შესაბამისად. თუმცა ბანკი აღნიშნულ რაოდენობაზე პასუხისმგელობას არ იღებს. ფაქტობრივი შეკვეთების წლიური მოცულობა შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც მეტი ასევე ნაკლები;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ავეჯის დამზადებასთან და მონტაჟთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს;
  • ფასები უნდა მოიცავდეს თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს;
  • შემოთავაზება უნდა აკმაყოფილბდესდანართ N1-ში მოცემულ სპეციფიკაციებს და უნდა იყოს დანართ N3-ში მოცემული ნახაზების შესაბამისი;
  • მხოლოდ ბანკის კუთვნილი მზა ავეჯის მონტაჟის შემთხვევაში, ავეჯის ობიექტზე მიწოდება ევალება ბანკს, მომწოდებელი ვალდებული იქნება მხოლოდ დაამონტაჟოს აღნიშნული ავეჯი;
  • საიტზე შემოთავაზებული ფასდაკლების შემთხვევაში, კომპანიამ, სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ფასდაკლების გავრცელების მეთოდოლოგია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლება გავრცელდება ყველა პუნქტზე პროპორციულად;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარშიგადასახადების ჩათვლით;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორებაგანხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • ცალკეული შეკვეთის შესრულების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მოცულობისა და სირთულის მიხედვით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით;
  • შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • კომპანიების შემოთავაზებების განხილვის შემდეგ, აუცილებელი იქნება საბოლოო ნიმუშების წარმოდგენა. ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს, მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში; იმ შემთხვევაში თუ ნიმუშები მისაღები იქნება, მოხდება მათი შესყიდვა ბანკის მხრიდან;

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში, თავად დაამუშავოს ნარჩენები, ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ტენდერის მონაწილე ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    - წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი;
    - ტენდერის შედეგად შესაძლოა გაფორმდეს ერთზე მეტი გენერალური ხელშეკრულება;
    - ბანკი იტოვებს უფლებას გააგრძელოს მოლაპარაკებები ტენდერში, ტექნიკურად მისაღები და უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 11 დეკემბერი 16:00 სთ.
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობით;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 2000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599358444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 დეკემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 2'000.00 ‎₾