11 დეკემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T8249 - აკვაპარკისა და სასტუმროს პროგრამული უზრუნველყოფა
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯინო პარკი“ (აკვაპარკი) და შპს „ენჯი და კომპანია“ (220 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „აკვაპარკისა და სასტუმროს პროგრამული უზრუნველყოფა“ შეთავაზების წარმოდგენას.
ტენდერის შედეგად შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება.
პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა და ტექნიკურო მოთხოვენები იხილეთ თანდართულ ფაილებში.
შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 11 დეკემბრის 18:00 საათისა.
- შპს „ჯინო პარკი“ (აკვაპარკი) და შპს „ენჯი და კომპანია“ (220 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი) განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტის შერჩევა და გაფორმდება ხელშეკრულება.
- ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
ტენდერის გამოცხადება - 2 დეკემბერი 2020
სატენდერო წინადადებების მიღება - 11 დეკემბერი 2020
გამარჯვებული პრეტენდენტის შერჩევა, შეტყობინების გაგზავნა - 18 დეკემბერი 2020
ხელშეკრულების გაფორმება - 22 დეკემბერი 2020
შპს „ჯინო პარკი“ და შპს „ენჯი და კომპანია“ იტოვებენ უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტონ ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტებს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „ჯინო პარკი“ -სა და შპს „ენჯი და კომპანია“ -სთვის.
შპს „ჯინო პარკი“ და შპს „ენჯი და კომპანია“ იტოვებენ უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად,ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 11 დეკემბერი, 18:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ტენდერით დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ:
რუსუდან ჯიქია - r.jikia@ginoparadie.ge - 593 50 95 57
გვანცა გვარამაძე - ggvaramadze@ginoparadise.ge - 544 44 54 64
ტენდერის კატეგორია:
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები