ჩაბარების ვადა:
16 დეკემბერი 2020, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT8294 - ტენდერი ზესტაფონის აგს-ის საფირმო სტილში მოყვანის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ზესტაფონის აგს-ის საფირმო სტილში მოყვანაზე სამუშაო შესრულების თაობაზე.
თავი I. ზოგადი მიმოხილვა
- მომსახურების გაწევის ობიექტი - ზესტაფონის აგს. საკადასტრო კოდი - 32.10.33.214, ფართის კოორდინატი - 42.121198, 43.008461.
- სამუშაოს ხასიათი - აგს-ზე სამუშაოების შესრულება სსს ,,ლუკოილ“-ის ბრენდწიგნის შესაბამისად საფირმო სტილში მოყვანის მიზნით. სამუშაოში იგულისხმება:
- საოპერატოროს შენობის ფასადის მოპირკეთება;
- საწვავის გამანაწილებელის მოპირკეთება და ჭერის საფარის შეცვლა;
- ფასების სტელისდამზადება სსს ,,ლუკოილ“-ს საფირმო სტილში ბრენდ წიგნის შესაბამისად.
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- გადახდისუნარიანობის სერტიფიკატი;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
კომერციული წინადადება
- ტენდერის მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეიცავდეს მომსახურების გაწევის ღირებულებას ლარში დღგ-ს ჩათვლით.
სატენდერო პროცედურები
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად, ღია ფორმით.
- ტენდერის თარიღი – 17 დეკემბერი 2020 წელი, 15:00.
- ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2020 წლის 16 დეკემბრის 15:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
- კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ვაჭრობაში მონაწილეობს ორგანისაზიის-პრეტედენტის არაუმეტეს 2 წარმომადგენელი.
- კონვერტები კომეციული წინადადებებით იქნება გახსნილი ტენდერის დროს, რომლის შემდეგაც გაიმართება ვაჭრობა პრეტედენტებს შორის.
განსაკუთრებული პირობები
- ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერის იმ მონაწილესთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
- გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ღია ვაჭრობის დასრულებიდან და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან.
- თუ წინადადება, რომელიც ტენდერის მონაწილემ წარმოადგინა, იქნება არასწორი ან არასრული, მოხდება ამ მონაწილის დისკვალიფიკაცია.
- წინადადების განხილვის დროს კომისია უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია აუცილებლობის შემთხვევაში. კონკურსის მონაწილის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში , მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
- კომპანია არ აგებს პასუხს ხარჯებზე, რომლებიც გაწეულ იქნა ვაჭრობის პროცესში მონაწილის მიერ, იმიდა მიუხედავად გაფორმდება თუ არა ამ მონაწილესთან ხელშეკრულება.
- კომპანია არ არის ვალდებული გააკეთოს თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება მონაწილეებისათვის ტენდერის ჩაშლის ან საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.
- შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ არ იღებს ვალდებულებას, რომ დადებს ხელშეკრულებას ტენდერის რომელიმე მონაწილესთან.
საკონტაქტო პირი:
ალექსანდრე რამაზაშვილი
995 591 017 199
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები