ჩაბარების ვადა:

15 დეკემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8297 - ფასთა გამოკითხვა Standart-ის წარმოების SKM 80/3 მოდელის უჟანგავი ტუმბოს (ელ.ძრავისა და სადგარის გარეშე) შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Copper აცხადებს ფასთა გამოკითხვას Standart-ის წარმოების SKM 80/3 მოდელის უჟანგავი ტუმბოს (ელ.ძრავისა და სადგარის გარეშე) შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი: Standart-ის წარმოების SKM 80/3 მოდელის უჟანგავი ტუმბო ელ.ძრავისა და სადგარის გარეშე
  • მოთხოვნილი რაოდენობა - 1 ცალი
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 15.12.2020,18:00 საათი

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული ან რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
  • გადახდის პირობები;
  • მიწოდების პირობები და ვადები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხისა და წარმოშობის სერთიფიკატი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური პროცედურების მართვის სპეციალისტი: 
ლილე პირველი 
მობ: +995 579 552 051
ელ. ფოსტა: LPirveli@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის