ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8309 - ტენდერი სადაზღვევო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 25 დეკემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სადაზღვევო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი ან რამოდენიმე მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურებაზე.

ტენდერი ჩატარდება ორ ლოტად:

  • ლოტი 1 - საჯარო პასუხისმგებლობის დაზღვევა (GTPL)
  • ლოტი 2 - დირექტორების პასუხისმგებლობის დაზღვევა (D&O)

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • სატენდერო წინადადებას ქართულ ენაზე, (მომსახურების ტარიფები და პირობები) როგორც ამობეჭდილი (ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული) ასევე ელექტრონული ფორმით. (CD,USB)
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, (მომსახურების სახის მიხედვით,ცალ-ცალკე)
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი სადაზღვევო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე “
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 დეკემბერი (18:00 სთ-მდე).

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

საჯარო პასუხისმგებლობის დაზღვევასთან (GTPL) და დირექტორების პასუხისმგებლობის დაზღვევასთან (D&O) დაკავშირებით დაუკავშირდით გიორგი ხუციშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Giorgi.Khutsishvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 1160). მობ: 595 957888

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge, ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები