ჩაბარების ვადა:
17 დეკემბერი 2020, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT8317 - ტენდერი Cisco მარშრუტიზატორის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს Cisco მარშრუტიზატორის შეძენაზე.
თავი I. ზოგადი მიმოხილვა:
- შესაძენი მოწყობილობა - Cisco მარშრუტიზატორი, შესაბამისი კომპლექტაციის ნაწილებით და ლიცენზიით;
- Cisco 900 series integrated service router;
- SNTC - 8X5XNBD Cisco 900 series integrated service router;
- Cisco ISR 900 UNIVERSAL;
- IP base license for Cisco ISR 900;
- Security license for cisco ISR 900;
- Eco-friendly ship router;
- AC power cord (Europe) 1,5 m.
- მოწყობილობის რაოდენობა- 39 ცალი
- მოწოდების ვადები - 2020 წლის ბოლომდე.
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი ან აკრედიტაციის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსგავსი მომსახურების გაწევის უფლებამოსილებას;
- კომერციული წინადადებისღირებულება უნდა იყოს მითითებული ლარში.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის მიერ გაცემული მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF)
საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- გადახდისუნარიანობის სერტიფიკატი;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
კომერციული წინადადება:
- ტენდერის მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეიცავდეს პირვველ პუნქტში მითითებული საქონლის სრულ ღირებულებას ლარებში დღგ-ს ჩათვლით.
სატენდერო პროცედურები:
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად, ღია ფორმით
- ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2020 წლის 17 დეკემბრის 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
- კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები