ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8396 - ტენდერი ბალასტის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე სოფელ ლეჟბადინში არსებული კარიერიდან სამსხვრევ ქარხნამდე ქვემოთ მოცემილი პირობებით

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 15 იანვარი, 18:00 საათი.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ბალასტის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე სოფელ ლეჟბადინში არსებული კარიერიდან სამსხვრევ ქარხნამდე ქვემოთ მოცემილი პირობებით:

  • მოსაპოვებელი ბალასტის რაოდენობა შეადგენს 150000 ტონას წლის განმავლობაში:
  • კარიერიდან ქარხნის ტერიტორიამდე მანძილი 5-7 კმ

კომპანიის შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა:

  • მინიმუმ 8 სატვირთო თვითმცლელი
  • ადგილზე მომსახურე ტექნიკური პერსონალი
  • ნაწილების და საბურავების მცირე საწყობი სამუშაო ტერიტორიაზე
  • ორი ერთეული ექსკავატორი
  • 250 ტონის დატვირთვა და გადაზიდვა 1 საათის განმავლობაში
  • ტექნიკის საწვავით უზრუნველყოფა
  • კარიერიდან ქარხნამდე გზის პერიოდული მოშანდაგება-მოწესრიგება
  • სრული გრაფიკი - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, კვირა - ნახევარი განაკვეთი

კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:

  • 200000 ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში (დეკემბერი 2019 - დეკემბერი 2020), ბრუნვის მინიმუმ 70%-ს უნდა შეადგენდეს სატვირთო გადაზიდვები ან შიდა საკარიერო გადაზიდვები;
  • სარეკომენდაციო წერილები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმთელობის დაცვის მენეჯერი;

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 2 წლიანი ხელშეკრულება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 15 იანვარი.
  • დაინტერესებული კომპანიები ტენდერში მონაწილების მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე როგორც მომწოდებლები (https://easysupply.bravosolution.com/web/login.html) - რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 იანვარი.
  • რეგისტრაციის შემდგომ, გამოაგზავნონ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო ინფორმაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ucha.chubinidze@heidelbergcement.ge
  • ტენდერი ჩატარდება ჰაიდელბერგცემენტის ელექტრონული ტენდერების პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლების გაივლიან შეფასებას და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.

კვალიფიციურ კომპანიებთან მოხდება კარიერზე შეხვედრები, საკონტაქტო პირი თორნიკე შეროზია 577 577 602.

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები