ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T847 - ფასთა გამოკითხვა შენობის ფასადის ფაქტორული ლესვის მომსახურების შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას შენობის ფასადის ფაქტორული ლესვის მომსახურების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • გასალესი/შესაღები ფასადის დაახლოებითი ფართობი: 6200 კვ. მეტრი;
  • მისამართი: ქ. თბილისი, გაზაფხული ქუჩა N14;
  • სამუშაოების განხორციელება უნდა მოხდეს დამკვეთის მიერ მითითებული ესკიზის თანახმად (დიზაინი, ფერები).

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ მისამართზე ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14 შენობის დასათვალიერებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

1. დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • მომსახურების ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) და შესრულების ვადები.

2. გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 10 ნოემბრის 18:00 სთ-მდე;

გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი--60%; შესრულების ვადა--20%; გადახდის პირობა--20%;

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 11 ნოემბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 032 2 29 03 38, 032 2 91 26 07. წინადადებების წარმოდგენასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ