ჩაბარების ვადა:

13 ნოემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T849 - ტენდერი კერამო გრანიტის ფილების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 38 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერმინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა დაფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს “პროკრედიტ ბანკი” - აცხადებს ტენდერს კერამო გრანიტის ფილების გაყიდვაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სპეციფიკაცია;
  • სააპლიკაციო ფორმა;

პირობები:

  • საქონლის მდგომარეობა - ახალი
  • მყიდველმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება სს ”პროკრედიტ ბანკის ობიექტიდან (ქ. თბილისი გაგრის N 2)
  • აღნიშნული ინვენტარის ნახვა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით
  • ანგარიშსწორების პირობები
  • სპეციფიკაციის ცხრილის ელექტრონული ვერსია
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (პირადობის მოწმობის ასლი ფიზიკური პირის შემთხვევაში);
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე. 

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ.ყაზბეგის 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 13 ნოემბერი 2015 წ. (18:00 საათამდე)

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

თამარ ყარმაზანაშვილი
სათავო ოფისი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1613) 

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ