25 იანვარი 2021, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT8497 - ტენდერი ტყიბულის ნახშირის კარიერის საწყობიდან (ტყიბული, ბარათაშვილის ქ. #1) ნახშირის ტრანსპორტირებაზე ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპისა (კასპი, ფარნავაზის ქ.#2) და რუსთავის (რუსთავი, მშენებელთა ქ.#70) ცემენტის ქარხნებში
ტენდერის აღწერილობა:
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ტენდერს, ტყიბულის ნახშირის კარიერის საწყობიდან (ტყიბული, ბარათაშვილის ქ. #1) ნახშირის ტრანსპორტირებაზე ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპისა (კასპი, ფარნავაზის ქ.#2) და რუსთავის (რუსთავი, მშენებელთა ქ.#70) ცემენტის ქარხნებში.
თვითმცლელებზე ტყიბულში ნახშირის დატვირთვა მოხდება ყოველ სამუშაო დღეს დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე. გადასაზიდი ტვირთის სავარაუდო თვიური მოცულობა არის 2800 ტონა კასპის მიმართულებით და 280 ტონა რუსთავის მიმარულებით.
მანძილი ტყიბულიდან კაპის მიმართულებით შეადგენს 186 კმ-ს, ხოლო რუსთავის მიმართულებით 259 კმ-ს.
ფასები უნდა იყოს მოწოდებული და ფიქსირებული ლარში, უნდა შეიცავდეს დღგ-ს და ყველა შესაძლო ხარჯს და გადასახადს რაც დაკავშირებული იქნება 1 ტონა ნახშირის ტრანსპორტირებასთან.
კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:
- კომპანია უნდა იყოს სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე;
- უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ნაყარი ტვირთის გადასაზიდი სატვირთო მანქანები;
- 1 მლნ ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში, გაცემული მომსახურე ბანკიდან.;
- კომერციულ წინადადებასთან ერთად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკებიდან ერთ-ერთის მიერ დადასტურებული „performance guaranty“ (საბანკო გარანტია) 300 000 ლარის ოდენობით. გარანტია ძალაში უნდა იყოს გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;
- სარეკომენდაციო წერილები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
- კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმთელობის დაცვის მენეჯერი.
სატვირთო მანქანებზე მინიმალური მოთხოვნები:
- სატვირთო მანქანები ადაპტირებული უნდა იყვნენ ნახშირის გადაზიდვებზე;
- აღჭურვილი უნდა იყვნენ გადასაფარაბელი ტენტებით;
- დატვირთვა დასაშვებია არაუმეტეს სატვირთო მანქანის ტექნიკურ პასპორტში მითითებული მაქსიმალური დატვირთვისა.
შერჩეულ კომაპნიებთან მოხდება ვიზიტები, საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და გასაუბრება.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- კომერციული წინადადებების პორტალზე ატვირთვის საბოლოო ვადაა 25.01.2020 12:00 სთ.
- პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა კომპანიები ტენდერში მონაწილების მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე როგორც მომწოდებლები (https://easysupply.bravosolution.com/web/login.html), უნდა გაიარონ წინასწარ კვალიფიკაცია/შეფასება.
- რეგისტრაციის შემდგომ, გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო ინფორმაცია: GEORGE.LOBJANIDZE@HEIDELBERGCEMENT.GE
- ტენდერი ჩატარდება ჰაიდელბერგცემენტის ელექტრონული ტენდერების პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც გაივლიან შეფასებას და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები