ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2021, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T8531 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის ფასადის/გარე კედლების კარ-ფანჯრის დამზადების და მონტაჟის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 15 იანვარი
ქვეყანა: საქართველო
შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილის ქ. № 1გ
კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის ფასადის/გარე კედლების კარ-ფანჯრის დამზადება და მონტაჟის მომსახურება
დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში.

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 62.09.60.104 ) ფასადის/გარე კედლების კარ-ფანჯრის დამზადების და მონტაჟის მომსახურებასთან დაკავშირებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად;

  • სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება დასრულებული რკინა-ბეტონის სამუშაოებით, გაზობლოკით შევსებული გარე და შიდა კედლებით;
  • შესასრულებლი სამუშაოებთან დაკავშირებული მოთხოვნები:
    - არსებული ღიობების ადგილზე გაზომვა;
    - თეთრი ფერის 4 კამერიანი დაბალი თბოგამტარობის მეტალოპლასტმასის პროფილი; 
    - სულ მცირე 1,5 მმ არმირება;
    - სამმაგი მინაპაკეტი (4*6*4*6*4);
    - ავსტრიული ფურნიტურა;
    - ჰერმეტიულობის და იზოლაციის დაცვა;
    - ჰერმეტიული ბლოკირატორიანი საკეტი სისტემა;
    - შიდა და გარე რაფები;
    - მწერებისგან დამცავი ბადეები;
    - კიბის უჯრედის ყველა ფანჯარა ავტომატური ელექტრო გაღებით;
    - პირველი სართულის ცენტრალური შესასვლელი კარები - თეთრი ალუმინის იზოპროფილი ;
    - პირველი სართულის ცენტრალური შესასვლელი კარები - (საავარიო,საევაკუაციო,სახანძრო კარების) საკეტი ანტიპანიკა.

სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

  • ფასადის/გარე კედლების კარ-ფანჯრის დამზადების და მონტაჟის მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
  • სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის ფასადის/გარე კედლების კარ-ფანჯრის დამზადების და მონტაჟის მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდია 2021 წლის 27 იანვარი 2021 წლის 08 თებერვლის ჩათვლით;

სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;

წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.

პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

  • უნდა გააჩნდეთ ანალოგიური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2020-2017);
  • უნდა გააჩნდეთ შესრულებული მინიმუმ 100 000 ლარის ღირებულების ანალოგიური სამუშაოების სულ მცირე 2 კონტრაქტი (2017-2020).

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის აღნიშნული მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
  • არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
  • ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე  დაადგენს დაბალ ფასს, კარგ ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.

პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების სავარაუდო ვადა: 2021 წლის 27 იანვრამდე.

დანართი: მოცულობათა უწყისის ფორმა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2021 წლის 25 იანვარი 13:00 საათამდე;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com  
  • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები