ჩაბარების ვადა:

26 თებერვალი 2021, 18:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T8572 - ბაზრის კვლევა საკრედიტო პორტფელის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე (დაზუსტებული)

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 25 იანვარი 2021 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 თებერვალი 2021 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი: "103 - GG დანართი 3 - დაზუსტებული პირობები". ბაზრის კვლევის ჩაბარების ბოლო ვადაა 2021 წლის 26 თებერვალი, 18:00.

ბაზრის კვლევის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას საკრედიტო პორტფელის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული პირობების შესაბამისად ბაზრის კვლევაში დაზუსტდა მოთხოვნა პროდუქტების ჭრილში.

გთხოვთ გადახედოთ დანართი #3-ში მოცემულ ცხრილს და შეავსოთ მწვანედ მონიშნული ველები.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სიცოცხლის დაზღვევის მოცემული ლიმიტები უნდა იყოს ავტომატური და არ საჭიროებდეს ინდივიდუალურ განაცხადს და სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას.
  • ამასთან, ქონების დაზღვევის ლიმიტი განსაზღვრულია სესხის თანხის ოდენობით.
  • ზემოაღნიშნული შემოთავაზება უნდა აკმაყოფილებდეს ბაზრის გამოკითხვაში განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების ყველა მოთხოვნას.

ტერმინთა განმარტებები:

  • საკრედიტო პორტფელი - დამზღვევის მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული იმ სესხების დაუფარავი, ძირითადი თანხ(ებ)ის დავალიანებების ჯამი (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად აღნიშნული არ მოიცავს დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმას/პირგასამტეხლოს).
  • დამზღვევი - პირი, რომელიც აფორმებს დაზღვევის ხელშეკრულებას მზღვეველთან;
  • მზღვეველი - სადაზღვევო კომპანია;
  • მოცდის პერიოდი – პერიოდი, რომელიც აითვლება ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდის დაწყების თარიღიდან და რომლის განმავლობაშიც დაზღვეულს არ აუნაზღაურდება ამ პერიოდში დამდგარ შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • დაზღვეული - პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევა;
  • მოსარგებლე - პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების და/ან კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება;
  • უზრუნველყოფილი სესხი - სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და ანაბრით/სადეპოზიტო სერტიფიკატით.
  • ფრანშიზა - თანხა, რომელიც არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას და რომელიც აკლდება  სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობას. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვის რისკზე ფრანშიზა „ა“ და „ბ“ ჯგუფის რისკის შემთხვევაში შეადგენს - სადაზღვევო ანაზღაურების 10%, მაგრამ არანაკლებ 250 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით). „გ“ ჯგუფის რისკის შემთხვევაში - 0-ს და „დ“ ჯგუფის რისკის შემთხვევაში: სადაზღვევო ანაზღაურების 5%.

ინსტრუქცია მონაწილეთათვის:

  • ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტებმა შესაბამის პლატფორმაზე უნდა ატვირთონ წინამდებარე დოკუმენტში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.

მონაწილეობის პირობები:

  • კვლევა ცხადდება საკრედიტო პორტფელის დაზღვევის შესყიდვისათვის ბაზარძე არსებული პროდუქტების მოსკვლევად. 
  • შემოთავაზებული პროდუქტების საფუძველზე ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას და დააზუსტებს მოთხოვნას საკრედიტო პორტფელის დაზღვევის კუთხით. დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით დამატებით იგეგმება დახურული ან ღია ფასთა გამოკითხვის გამოცხადება. ხელშეკრულების საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს. შესაძლებელია, რომ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში განიხილოს 2 წლიანი ურთიერთობა.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე  ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას, ამასთან ბანკი იტოვებს უფლებას კვლევის ჩატარების შედეგად, დამატებითი ფასთა გამოკითხვის / ტენდერის გამოცხადების გარეშე, ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან თავისი შეხედულებისამებრ.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ინვოისის წარმოდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

მოთხოვნები:
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2020 – 31/12/2020 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით ან შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (მოგება/ზარალის უწყისი); 
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა ან პრეზენტაცია (სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, კლიენტების სია);
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ინფორმაცია უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების მიწოდების შესახებ, შემსყიდველის მითითებით;
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ინფორმაცია უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მოზიდული სადაზღვევო პრემიისა და გაცემული ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
  • პორტფელური დაზღვევის ფარგლებში პრეტენდენტის შემოთავაზება პრეზენტაციის ან PDF ფორმატში;

კვლევის ფარგლებში განილიხლებიან სადაზღვევო ორგანიზაციები რომელბსაც ექნებათ შესაძლებლობა სრულად დაფარონ ბანკის სამომავლო საკრედიტო პორტფელი. აღნიშნულთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოწოდებული დოკუმენტაციის და ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სადაზღვევო მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულა ნარჩენები თავად დაამუშაოს ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ბაზრის კვლევის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 26 თებერვალი, 18:00 სთ.
  • მომწოდებლებმა მოთხოვნილი დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ სისტემაში უნდა დააფიქსირონ სიმბოლური ღირებულება.
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ნათია სართანია
მობ: 577 122 154
ელ. ფოსტა: n.sartania@bog.ge

საკონტაქტო პირი: გია გოგიბერიძე
მობ: 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 4

1) ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრების დაზუსტების გარეშე როგორიც არის: - სესხის საშუალო და მაქსიმალური ოდენობა - სესხის პერიოდი (საშულო) - მსესხებლის ასაკი შეუძლებელია ტარიფის დადგენა, ამდენად მოკლებულნი ვიქნებით შესაძლებლობას მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილ სატარიფო ბადეში ტარიფიკაციის ნაწილი. გთხოვთ დაგვიზუსტოთ ამ ეტაპზე მხოლოდ მზღვეველის მზაობას აფასებთ და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციას შეისწავლით და ტარიფები ფასთა გამოკითხვის ეტაპზე იქნება წარმოსადგენი თუ თავიდანვე? 2) მე-2 კითხვაზე პასუხისც დაზუსტებას საჭიროებს, თქვენი განმარტების თანახმად (სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა და აქ რას გულისხმობთ? - სადაზღვევო კომპანიის მიერ მაქსიმალური ანაზღაურებული მოცულობა) - ეს იმ დრომდე ვიდრე ანაზღაურების საკითხი არ დადგება წინასწარ არ შეიძლება იყოს ცნობილი და პირდაპირკავშირშია დაზაინებული ქონების აღდგენით ღირებულებასთან. 3) მე-5 კითხვაზე თქვენი პასუხი კვლავ ბუნდოვანია, იმისათვის რომ გარემოს ზემოქმედებასთან დაკავშირებით მ პარტნიორი ორგანიზაციებიც იცავდნენ იმ მოთხოვნებს რაც ბანკის შიდა პოლიტიკით და კანონით არის გათვალისწინებული. ამ პირობის დასაკმაყოფილებლად მინიმუმ ბანკის შიდა პოლიტიკა უნდა იქნას გაზიარებული

მიმწოდებელი 4

1. სიცოცხლის დაზღვევა - წლის ჭრილში: - მსესხებლების რაოდენობა - მინ, მაქს და საშუალო სესხის ოდენობა - მსესხებლის მინიმალური და მაქსიმალური ასაკი - წლიური პორტფელის მოცულობა 2. ქონების დაზღვევა - წლის ჭრილში: - გაცემული სესხების რაოდენობა - მინ მაქს და საშუალო სესხის ოდენობა, - სადაზღვევო თანხის გაანგარიშების წესი? (სესხის ოდენობაზე ეზღვევა თუ აღდგენით ღირებულებაზე? - წლიური პორტფელის მოცულობა - სატარიფო ბადეში მითითებული გაქვთ: - სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა და აქ რას გულისხმობთ? - „გ“ ჯგუფის სადაზღვევო რისკების დაფრავაშია: ქურდობა შეღწევით, როდესაც შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება უძრავ ნივთში ბოროტმოქმედ(ებ)ის შეღწევის ფაქტი და ადგილი აქვს, ქონების უბრალოდ გაუჩინარებას, ხოლო გამონაკლისებში მითითებულია რომ არ იფარება ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია ქურდობით, გარდა შეღწევით ქურდობისა- გამომდინარე იქიდან რომ კანონის თანახმად ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გთხოვთ განგვიმარტოთ: იფარება მხოლოდ ქურდობა შეღწევით? ანუ ქურდობა როდესაც ადგილი აქვს ფარულ დაუფლებას და მაშინ როდესაც დადასტურებულია შეღწევის ფაქტი? თუ იფარება გაუჩინარება შეღწევის ფაქტის დადასტურების გარეშე, რომელიც არ არის ქურდობა. 3. უმუშევრობა - წლის ჭრილში: - მსესხებლების რაოდენობა - მინ, მაქს და საშუალო სესხის ოდენობა - წლიური პორტფელის მოცულობა - მათი მოთხვნები შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით (მაგ: არსებულ სამუშაოზე მუშაობის მინ პერიოდი? შრომითი ხელშეკრულების მინ პერიოდი?) 4. რამოდენიმე სადაზღვევო კომპანიის შერჩევის შემთხვევაში, რა პრინციპით მოხდება პორტფელის გადანაწილება? 5. სატ. დოკუმენტის მე-4 გვერდის ბოლო აბზაცში აღწერილი მოთხოვნა - გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენციის ღონისძიებების თაობაზე - რა კავშირშია დაზღვევასთან ზემოაღნიშნული მოთხოვნები, რა პოლიტიკა და სტანდარტები აქვს ბანკს და რომელ დოკუმენტშია გაწერილი, რომელი სამართლებრივი ნორმით რეგულირდება ზემოაღნიშნული მოთხოვნა და რატომაა მზღვეველი დავალდებულებული დაზღვევის განხორცილების დროს გარემოს დაცვასთან მიმართებაში სხვადასხვა დამატებითი ღონისძიებების გატარებაში, როდესაც დაზღვევის კანონმდებლობა არ ავალდებულებს მზღვეველს ზემოაღნიშნულს. ხომ არ არის ეს დამატებითი ბარიერი და ზედმეტი პირობა შექმნილი კონკრეტული მზღვეველი ორგანიზაციების მიმართ, რადგან ზარალის დარეგულირებასთან არანაირ კავშირში არაა გარემოს დაცვის ზემოაღნიშნული ნორმები. 6. ფინანსური ბრუნვის ამონაწერი : - 01/01/2020 - 31/12/2020 პერიოდზე, შესატყვისი ექსელით ან მოგება-ზარალის უწყისი ამ საკითხზე გაურკვეველია რა არის ტერმინი "ფინანსური ბრუნვის ამონაწერი" ? გვჭირდება უნდრო დეტალურად ახსნა. რაც შეეხება მოგება-ზარალის უწყისს 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯერ არ არის მომზადებული, შეგვიძლია მოგაწოდოთ 2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით. 7. https://www.tenders.ge/tenders/8572/bog.html - ს დასასრულს აღნიშნულია რომ: მომწოდებლებმა მოთხოვნილი დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ სისტემაში უნდა დააფიქსირონ სიმბოლური ღირებულება - გთხოვთ დაგვიზუსტოთ რას გულისმობთ სიმბოლურ ღირებულებაში?

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

პასუხები 1,2 და 3 კითხვას - დასაზღვევი პორტფელის მოცულობა თითოეული სადაზღვევო კომპანიის ჭრილში წინასწარ განსაზღვრული არ არის, რადგან მთლიანად დამოკიდებულია კლიენტის არჩევანზე. არსებული პორტფელის დეტალებს ბაზრის კვლევის ფარგლებში ვერ გავაზიარებთ. - სატარიფო ბადეში მითითებული გაქვთ: - სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა და აქ რას გულისხმობთ? - სადაზღვევო კომპანიის მიერ მაქსიმალური ანაზღაურებული მოცულობა - „გ“ ჯგუფის სადაზღვევო რისკების დაფრავაშია: ქურდობა შეღწევით, როდესაც შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება უძრავ ნივთში ბოროტმოქმედ(ებ)ის შეღწევის ფაქტი და ადგილი აქვს, ქონების უბრალოდ გაუჩინარებას, ხოლო გამონაკლისებში მითითებულია რომ არ იფარება ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია ქურდობით, გარდა შეღწევით ქურდობისა- გამომდინარე იქიდან რომ კანონის თანახმად ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გთხოვთ განგვიმარტოთ: იფარება მხოლოდ ქურდობა შეღწევით? ანუ ქურდობა როდესაც ადგილი აქვს ფარულ დაუფლებას და მაშინ როდესაც დადასტურებულია შეღწევის ფაქტი? თუ იფარება გაუჩინარება შეღწევის ფაქტის დადასტურების გარეშე, რომელიც არ არის ქურდობა. - სადაზღვევო რისკს არ წარმოადგენს ისეთი შემთხვევები, როდესაც შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება უძრავ ნივთში ბოროტმოქმედების შეღწევის ფაქტი და ადგილი აქვს ქონების უბრალოდ გაუჩინარებას. 3. უმუშევრობა - წლის ჭრილში: - მსესხებლების რაოდენობა - მინ, მაქს და საშუალო სესხის ოდენობა - წლიური პორტფელის მოცულობა - მათი მოთხვნები შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით (მაგ: არსებულ სამუშაოზე მუშაობის მინ პერიოდი? შრომითი ხელშეკრულების მინ პერიოდი?) - მოთხოვნები მოცემულია ტექნიკურ აღწერაში 4. რამოდენიმე სადაზღვევო კომპანიის შერჩევის შემთხვევაში, რა პრინციპით მოხდება პორტფელის გადანაწილება? - დაზღვევა ძალაში შედის ეროვნული ბანკის რეგულაციის ამოქმედებიდან და დასაზღვევო პორტფელის მოცულობა დამოკიდებულია კლიენტის არჩევანზე. 5 - გარემოს ზემოქმედებასთან დაკავშირებით ბანკის შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ორგანიზაციებიც იცავდნენ იმ მოთხოვნებს რაც ბანკის შიდა პოლიტიკით და კანონით არის გათვალისწინებული. ამ ნაწილში თუ რაიმე პირობას ვერ აკმაყოფილებს თქვენი ორგანიზაცია ან გაქვთ დისკომფორტი, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პირობა შეიძლება იყოს ბანისთვის საინტერესო, გთხოვთ შესაბამისი მითითება გააკეთოთ შემოთავაზებაში და განვიხილავთ ამ ტიპის შემოთავაზებასაც. 6 - ბრუნვის ამონაწერი შეიძლება იყოს წარმოდგენილი ნებისმიერი ბანკიდან ცნობის სახით. თუმცა თუ თქვენს ორგანიზაცია ამზადებს ფინანსურ უწყისებს, ამ შემთხვევაში ამ დოკუმენტის წარმოდგენა არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ 30 ნოემბრის მდგომარეობით მოგება ზარალის უწყისი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამასთან მიმართებაში ბაზრის კვლევის დასრულებამდე შეიძლება დაგვჭირდეს დაზუსტება და განახლებული უწყისების მოწოდება. 7 - tenders.ge ვებსაიტზე შემოთავაზების განთავსებისას გამოგიჩნდებათ შესავსები ველი რომელიც მოგთხოვთ შემოთავაზების ღირებულების შევსებას. რადგან მიმდინარე ბაზრის კვლევის ფარგლებში ბანკი აღნიშნული ველით არ ხელმძღვანელობს, მაგრამ ტექნიკურად საჭიროა მისი შევსება, გთხოვთ ჩაწეროთ ნებისმიერი რიცხვი. ამ რიცხვს არ ექნება ზეგავლენა ბაზრის კვლევის შედეგებზე.

მიმწოდებელი 3

მოგესალმებით, გთხოვთ იხილოთ ტენდერთან დაკავშირებული შეკითხვები: 1. დასაზღვევი პოტფელი: - კრედიტ სიცოცხლეზე დასაზღვევი პორტფელის მოცულობა, დაზღვეულთა რაოდენობა, პორტფელის კომპოზიცია ასაკობრივ ჭრილში. ასევე, რა ტიპის სესხებზე (სამომხმარებლო, იპოთეკა, ავტოკრედიტი) გავრცელდება დაზღვევა? - კრედიტ ქონებაზე დასაზღვევი პორტფელის მოცულობა და დასაზღვევი ობიექტების რაოდენობა 2. საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის დაზღვევა იქნება არჩევითი თუ სავალდებულო ყველა მსესხებლისთვის? თუ სავალდებულო, რა ტიპის სესხებზე (სამომხმარებლო, იპოთეკა, ავტოკრედიტი) გავრცელდება სავალდებულოდ დაზღვევის მოთხოვნა? 3. საკრედიტოი სიცოცხლის/ქონების შემთხვევაში, სადაზღვევო თანხა კლებადია ძირის კლების პარალელურად თუ შენარჩუნებული უნდა იყოს თავდაპირველი თანხა? 4. დოკუმენტის საკრედიტო ქონების სექციაში, შესავსები ცხრილის ნაწილში, რა იგულისხმება „სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობაში“? 5. დოკუმენტის ბოლოდან მეორე ბულეთ ფოინთი ამბობს: „პირველი ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის გადახდამდე ან/და საკრედიტო პორტფელის კონკრეტული ნაწილისთვის შესაბამისი ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის გადახდამდე (მათ შორის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში) დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას“ - რა ვადიანი ვადაგადაცილებაა დასაშვები თითოეული პროდუქტის ჭრილში? 6. პროგრამული ინტეგრაციის საკითხები: - სერვისების მოკლე აღწერილობა ან მათი დასახელება და რა სიხშირით უნდა მოხდეს ამ სერვისების გამოყენება? - როგორ ხდება სერვისებზე წვდომა - VPN-ით თუ სხვა გზით? - სერვისების ფორმატი - Json, XML თუ სხვა? - მზად არის თუ არა სერვისები ან იქნება თუ არა მზად ინტეგრაციის დაწყებისთვის? - რა ვადა ექნება გამარჯვებულ კომპნიას ინტეგრაციისთვის? - რა ოდენობის საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული ინტეგრაციის 1 მარტის დედლაინის დარღვევის შემთხვევაში? 7. სატენდერო დოკუმენტაციაში 22 იანვარს განხორციელდა ცვლილება, მაგრამ დოკუმენტაციაში მონიშნული არაა რა ცვლილებაზეა საუბარი, გთხოვთ დაგვიზუსტოთ გმადლობთ!

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

1. დასაზღვევი პოტფელი: - დაზღვევა ვრცელდება ფიზიკური პირის სახელზე გაცემულ სესხებზე. დაზღვევა ძალაში შედის ეროვნული ბანკის რეგულაციის ამოქმედებიდან და დასაზღვევი პორტფელის მოცულობა დამოკიდებულია კლიენტის არჩევანზე თითოეული სადაზღვევო კომპანიის ჭრილში. • კრედიტ სიცოცხლეზე დასაზღვევი პორტფელის მოცულობა, დაზღვეულთა რაოდენობა, პორტფელის კომპოზიცია ასაკობრივ ჭრილში. ასევე, რა ტიპის სესხებზე (სამომხმარებლო, იპოთეკა, ავტოკრედიტი) გავრცელდება დაზღვევა? • კრედიტ ქონებაზე დასაზღვევი პორტფელის მოცულობა და დასაზღვევი ობიექტების რაოდენობა 2. საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის დაზღვევა იქნება არჩევითი თუ სავალდებულო ყველა მსესხებლისთვის? თუ სავალდებულო, რა ტიპის სესხებზე (სამომხმარებლო, იპოთეკა, ავტოკრედიტი) გავრცელდება სავალდებულოდ დაზღვევის მოთხოვნა? - პროდუქტი არის ნებაყოფლობითი 3. საკრედიტოი სიცოცხლის/ქონების შემთხვევაში, სადაზღვევო თანხა კლებადია ძირის კლების პარალელურად თუ შენარჩუნებული უნდა იყოს თავდაპირველი თანხა? - საკრედიტო სიცოცხლის/ქონების დაზღვევა ფარავს კლიენტის საკრედიტო დავალიანებას. 4. დოკუმენტის საკრედიტო ქონების სექციაში, შესავსები ცხრილის ნაწილში, რა იგულისხმება „სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობაში“? - სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა 5. დოკუმენტის ბოლოდან მეორე ბულეთ ფოინთი ამბობს: „პირველი ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის გადახდამდე ან/და საკრედიტო პორტფელის კონკრეტული ნაწილისთვის შესაბამისი ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის გადახდამდე (მათ შორის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში) დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას“ - რა ვადიანი ვადაგადაცილებაა დასაშვები თითოეული პროდუქტის ჭრილში? - აღნიშნულთან მიმართებაში კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული - ამ საკითხთან მიმართებაში დამატებითი მოლაპარაკება იქნება საჭირო ხელშეკრულების ფარგლებში. თუ თვლით რომ აღნიშნულმა პირობამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ტარიფზე, გთხოვთ შესაბამისად მიუთითოთ შემოთავაზებაში 6. პროგრამული ინტეგრაციის საკითხები: • სერვისების მოკლე აღწერილობა ან მათი დასახელება და რა სიხშირით უნდა მოხდეს ამ სერვისების გამოყენება? - სადაზღვევო კომპანიასთან შეთანხმებული პროცესის მიხედვით შესაძლოა იყოს როგორც სინქრონული სერვისები, ასევე ასინქრონული. შესაბამისად განისაზღვრება გამოყენების სიხშირეც • როგორ ხდება სერვისებზე წვდომა - VPN-ით თუ სხვა გზით? - VPN - ს არ ვიყენებთ ვიყენებთ Public სერვისებს • • სერვისების ფორმატი - Json, XML თუ სხვა? - უპირატესობას ვანიჭებთ JSON ფორმატს • მზად არის თუ სერვისები ან იქნება თუ არა მზად ინტეგრაციის დაწყებისთვის? - დიახ, მზად იქნება • რა ვადა ექნება გამარჯვებულ კომპნიას ინტეგრაციისთვის? • რა ოდენობის საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული ინტეგრაციის 1 მარტის დედლაინის დარღვევის შემთხვევაში? - ჩვნი მოლოდინია, რომ გამარჯვებული ორგანიზაცია შეძლებს ბანკის მოთხოვნაზე მორგებას და ინტეგრაციის პროცესის დასრულებას შესაბამის ვადამდე. საჯარიმო სანქციის ოდენობა ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული, თუმცა ხელშეკრულების პოტენცირუი ჯამური ღირებულების საფუძველზე მოხდება მისი გაანგარიშება. 7. სატენდერო დოკუმენტაციაში დღეს განხორციელდა ცვლილება, მაგრამ დოკუმენტაციაში მონიშნული არაა ასეთი ცვლილება, გთხოვთ დაგვიზუსტოთ - ამოვაკელით სასამართლო დავების ცნობის წარდგენის მოთხოვნა.

მიმწოდებელი 2

მოგესალმებით, გთხოვთ წინადადების მიღების დედლაინი გადაწიოთ 2 თებერვლამდე. მადლობა წინასწარ

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, ტენდერის მოცულობიდან გამომდინარე, გთხოვთ დედლაინი გადაწიოთ 1 თებერვლამდე.