ჩაბარების ვადა:
26 იანვარი 2021, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T8575 - ტენდერი კახარეთ ჰესის 100 მეტრი სადერივაციო არხის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოების მოსახურებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს კახარეთ ჰესის 100 მეტრი სადერივაციო არხის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოების მოსახურებაზე.
მომსახურების აღწერა:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს საკუთრებაში არსებული კახარეთ ჰესის 100 მეტრის სადერივაციო არხის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოები.
მისამართი:
- ადიგენის რაიონი, სოფელი კახარეთი, კახარეთ ჰესი.
თან დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
სამუშაოების, მასალების და მექანიზმების ჩამონათვალი (გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ მოწოდებული ფორმა)
ფოტო მასალა
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- კომპანიის გამოცდილება მსგავს სამუშაებზე არანაკლებ 2 წლისა.
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების მიხედვით.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 26 იანვარი 17:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ვაჭრობის ბიჯი: 500 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
მობ: 591 93 10 10
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
დოკუმენტაცია
Кахарети ГЭС (Реконструкция канала)
Кахарети ГЭС (Реконструкция канала)
ფოტომასალა
ფოტომასალა
ელ ტენდერი კახარეთ ჰესის სადერივაციო არხის რეკონსტრუქცია
ელ ტენდერი კახარეთ ჰესის სადერივაციო არხის რეკონსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა