ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2021, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T8585 - ტენდერი ლეპტოპების შეძენაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

პროექტის დასახელება: “ლეპტოპები სოციალურად დაუცველი მოსწავლეთათვის”
პროექტის ნომერი: 22.01.21_01

ააიპ “ფონდი ექსესი”-ს მიერ ხორციელდება პროექტი “ჩართე” (Charte.ge), რომლის ფარგლებში კერძო დონორების და ორგანიზაციების მხარდაჭერით ხდება სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტით და კომპიუტერით უზრუნველჰყოფა, რათა მათ შეძლონ სრულფასოვნად ჩაერთონ ონლაინ საგანმანათლებლო პროცესში. 

ამჟამად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ვმუშაობთ ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც უნდა შევიძინოთ 50 ლეპტოპი სოციალურად დაუცველი უფროსკლასელთათვის. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 29.01.2021 -ის 12:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი 

შემოთავაზება შემდეგ ელ. ფისტაზე: info@educaregeorgia.com გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ წინადადებაში მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • ფირმის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება - “ლეპტოპები სოციალურად დაუცველი მოსწავლეთათვის”
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ გამოგზავნოთ კომპანიის ოფიციალური ელ. ფოსტიდან.
  • შემოთავაზებაში მიუთითეთ ტენდერის ნომერი - 22.01.21_01 

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე,

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:

  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა 

 სხვა პირობები:

  • საქონლის მოწოდების უკიდურესი თარიღი გახლავთ 22.02.2021. გთხოვთ შემოთავაზებაში მიუთითოთ მოწოდების უმოკლესი ვადა.
  • საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი, სანდრო ეულის 7
  • ანაზღაურება: საქონლისა და ორიგინალი ინვოისის მიწოდებიდან 3 სამუშაო დღეში

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, ელ. ფოსტაზე: info@educaregeorgia.com

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 01.02.2021-სთვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები