ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2021, 20:00

სტატუსი:

დასრულებული

T8586 - ტენდერი ფარმაცევტული პროდუქტებისა და სახარჯი მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

„მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს ორი ჰოსპიტალური და ერთი დიაგნოსტიკური კლინიკისთვის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ცენტრალიზებულ შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წამოგვიდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ჩამონათვალი წარმოდგენილია დანართის სახით იხ. (დანართი #1)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიიდან.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ფარმაცევტული პროდუქტის ვარგისიანობა უნდა აღემატებოდეს 1 წელს, საქონლის ვარგისობის ვადა შესაძლებელია იყოს განსხვავებული მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს, ქ.თბილისსა და ქ.რუსთავში, შეკვეთიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა.
  • შესაძლებლობის ფარგლებში, უწყვეტი უზრუნველყოფა ტენდერის მოქმედების პერიოდში - 1 წლის განმავლობაში.
  • ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
  • წარმოდგენილ წინადადებაში (დანართი #1), გთხოვთ, მიუთითოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული მედიკამენტის და სახარჯი მასალების დასახელება, ერთეულის ფასი, მწარმოებელი კომპანია, აქტიური სუბსტანციის მწარმოებელი და მედიკამენტის და სახარჯი მასალის შეფუთვის ქვეყანა.
  • წარმოსადგენ წინადადებაში (დანართი #1), პირველ ფურცელზე მოცემულია შევსების დეტალური ინსტრუქცია (Sheet “instruction”)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2021 წლის 29 იანვრის 20:00 საათი.
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: msturua@mmc.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების სამსახური უფროსი
მიხეილ სტურუა
მობ: 599 340064

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები