ჩაბარების ვადა:
5 თებერვალი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8597 - ტენდერი მაღაზიის თაროების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს მაღაზიის თაროების შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
- მასალა: მეტალი;
- ფერი: შეთანხმებით (შესაბამისი RAL კოდის მიხედვით);
- თაროს სიგანე: 100 სმ ;
- მაღაზიაში გამოიყენება 2 ტიპის თარო:
- კედლის ცალმხრივი თარო - სიმაღლე 2,0 მეტრი
- ორმხრივი თარო - სიმაღლე 1,65 მეტრი
დამატებითი სპეციფიკაციები:
კედლის ცალმხრივი თარო - სიმაღლე 2,0 მეტრი
- თარო (ძირი) 500*1000 მმ. – 1 ცალი;
- თარო 400*1000 მმ (არანაკლებ 2 გამაგრებით) - 6 ცალი;
ორმხრივი თარო - სიმაღლე 1,65 მეტრი:
- თარო (ძირი) 500*1000 მმ. – 1 ცალი;
- თარო 400*1000 მმ (არანაკლებ 2 გამაგრებით) - 6 ცალი;
- ორმხრივ თაროს თავსა და ბოლოში ემატება 2 ცალმხრივი თარო, რომელსაც ზედა ნაწილში უნდა ქონდეს პერფორირებული ზურგი მეტალის კაუჭებით და ფასმაჩვენებლით;
ყველა თაროს უნდა ქონდეს ლითონის ბარიერი და საფასარი;
რეალური ნიმუშების ნახვა შესაძლებელია ჩვენი ქსელის მაღაზიებში. ასევე, იხილეთ თანდართული ფოტო მასალა;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- გთხოვთ, ფასი წარმოადგინოთ თაროს შემადგენელ თითოეულ ნაწილზე ცალ-ცალკე (მაგ: ბოძი, ფეხი, კრონშტეინი,ზურგი და ა.შ.), ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ:
- მეტალის ტიპი ;
- მეტალის ღებვის ტიპი;
- რა წონას უძლებს 1 თარო;
- თაროს გამაგრების რაოდენობა;
- ჩამოთვლილი ნაწილების მეტალის სისქე : ზურგი / ბოძი / ფეხი / თარო / კრონშტეინი;
- მწარმოებელი ქვეყანა; - ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 5 თებერვალი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 39100000 ავეჯი