ჩაბარების ვადა:
12 ნოემბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT860 - ტენდერი სარეკლამო აბრების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრების შესყიდვის შესახებ;
დასახელება:
- სტანდარტული მნათი სარეკლამო აბრა (1 ცალი) მასალები: შეღებული ალუმინის კორპუსი, თეთრი ორგმინა, არაკალის წარწერა, დღის ნათების ნათურები.
- სტანდარტული აბრა ნარინჯისფერი განათების გარეშე (გრძივი მეტრი) მასალები: შეღებული ალუმინის კორპუსი.
- „ლაითბოქსი“ ლომით (1 ცალი) მასალები: შეღებული ალუმინის კორპუსი, თეთრი ორგმინა, არაკალის წარწერა, დღის ნათების ნათურები.
- „ლაითბოქსი ATM“ ლომით (1 ცალი) მასალები: შეღებული ალუმინის კორპუსი, თეთრი ორგმინა, არაკალის წარწერა, დღის ნათების ნათურები.
- ექსპრეს ფილიალების მნათი სარეკლამო აბრა (გრძივი მეტრი) მასალები: დიუბონდი (ალკაბონდი), თეთრი ორგმინა, არაკალის წარწერა, დღის ნათების ნათურები.
- თბილისის ტერიტორიის გარეთ ტრანსპორტირება 50 კმ. მანძილზე
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით, მათ შორის).
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის ხარჯებს;
- შემოთავაზებულ ფასებში უნდა შედიოდეს ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით;
- სარეკლამო აბრის მასალა და პროპორციები სტანდარტულია;
- სარეკლამო აბრის გაბარიტების 10%-მდე ცვლილება და ფერის შეცვლა არ უნდა აისახოს ფასზე;
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 4 ნოემბრიდან– 2015 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ, გრაფაში მითითებული ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენადი აფციაურს: 595 599 030;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 12 ნოემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=468&lang=geo