ჩაბარების ვადა:

13 ნოემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T862 - ტენდერი ბანკის ოფისებისთვის ავეჯის მწარმოებელი კომპანიის გამოსავლენად

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. მიმაგრებულ დოკუმენტს დაემატა ტენდერში მონაწილეობის განაცხადის ფორმა.

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 18 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს.ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 55 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ბანკის ოფისებისთვის ავეჯის მწარმოებელი კომპანიის გამოსავლენად. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს ბანკისთვის ავეჯის დამზადებას და ფილიალებში მიწოდებას ინდივიდუალური შეკვეთების საფუძველზე.

ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

პირველ ეტაპზე წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული სატენდერო განაცხადის ფორმა;(განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით)
  • დანართ #1 -ში მოცემული ავეჯის ჩამონათვალის ფასები ლარში. (ფასები მითითებული უნდა იყოს ლარებში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს; ფასები დაფიქსირდება ხელშეკრულებაში და ცვლილებას არ დაექვემდებარება შემდგომი 1 წლის განმავლობაში).
  • დანართ # 2-ში მოცემული სატრანსპორტო სამივლინებო ხარჯები, გაწერილი ლარში. ( ფასები დაფიქსირდება ხელშეკრულებაში და ცვლილებას არ დაექვემდებარება შემდგომი 1 წლის განმავლობაში).
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილი პარტნიორი კომპანიებისგან;
  • გამოცდილება, კვალიფიკაცია ( წერილობითი ფორმით);
  • პრეტენდენტებმა CD-ით უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული საოფისე ავეჯის ფოტო ან ვიდეო მასალა.

P.S დანართ #1 ში მითითებული პოზიციები #17 და #18 შესაძლოა აღიქვას როგორც დამოუკიდებელი სატენდერო მოთხოვნა, რადგან სავარძლების დამზადება ადგილობრივ ბაზარზე არ წარმოებს. ტენდერში მონაწილე კომპანიებს უფლება აქვთ აღნიშნულ პოზიციებზე არ წარმოადგინონ ფასები, თუკი სავარძლების მოწოდება მათ კომპეტენციაში არ შედის.

აგრეთვე კომპანიებს, რომლებიც მხოლოდ სავარძლების მოწოდებაზე ორიენტირდებიან, შეუძლიათ გამოაგზავნონ სატენდერო განაცხადი მხოლოდ ამ ორ პოზიციაზე ( #17,#18).

სავარძლებისა და ავეჯის მომწოდებელი არაა სავალდებულო იყოს ერთი კომპანია. სავარძლების ვიზუალი არაა სავალდებულო იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც მითითებულია ფოტოებზე. განიხილება ყველა მსგავსი ალტერნატივა. მთავარია შენარჩუნებული იყოს სავარძლის ფერი ( ბორდოსფერი);

მეორე ეტაპზე წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • წერილი შსს საინფორმაციო-ანალიტიკური ტეპარტამენტიდან ორგანიზაციის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • შესაბამისი ორგანოების ცნობა, რომელიც ამტკიცებს ავეჯის მწარმოებელი კომპანიის ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის არარსებობას;
  • საგარანტიო და ანგარიშსწორების პირობები;(დოკუმენტი უნდა შეადგინოს პრეტენდენტმა)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერი ეწყობა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც გამოთქვავს ინტერესს ტენდერში მონაწილეობის შესახებ და სრულყოფილად წარმოადგენს ტენდერის პირველი ეტაპისთვის საჭირო დოკუმენტაციას.გამოცდილების, კვალიფიკაციის და განხორციელებული პროექტების შესაბამისად მოხდება ავეჯის მწარმოებელიკომპანიის შერჩევა ტენდერის მეორე ეტაპისთვის.

ტენდერის პირველ ეტაპზე წინადადებები მიიღება 2015 წლის 6 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით. სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს დალუქული კონვერტით, ფინკა ბანკის სათაო ოფისში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას 71, ბლოკი1, მესამე სართული, ოფისი 12. კონვერტი განთავსდება დალუქულ სატენდერო ყუთში, რომელსაც შიდა სატენდერო კომისია გასხსნის 2015 წლის 16 ნოემბერს.

მეორე ეტაპზე გადასულ ავეჯის მწარმოებელ კომპანიებს სს „ფინკა ბანკი საქართველო“დაუკავშირდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სთხოვს მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენას.

ხარჯთაღრიცხვის,საგარანტიო პირობების, ანგარიშსწორების პირობებისდა სხვა თანდართული დოკუმენტების განხილვის შემდეგ სს „ფინკა ბანკი საქართველო“ გამოავლენს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.

ტენდერის მეორე ეტაპზე წინადადებები მიიღება 2015 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით. დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს დალუქული კონვერტით, ფინკა ბანკის სათაო ოფისში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას 71, ბლოკი1, მესამე სართული, ოფისი 12. კონვერტი განთავსდება დალუქულ სატენდერო ყუთში, რომელსაც შიდა სატენდერო კომისია გასხსნის 2015 წლის 23 ნოემბერს.

განსაკუთრებული პირობები

ხელშეკრულება გაფორმდება იმ ავეჯის მწარმოებელკომპანიებთან, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნას.

ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.ხელშეკრულება გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ექნებათ.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.

წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისია იტოვებს უფლებასავეჯის მწარმოებელ კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში იგი ჩაითვლება დისკვალიფიცირებულად.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი.

ტენდერის თითოეულ ეტაპზე გთხოვთ გამოაგზავნოთ შესაბამისად წარსადგენი დოკუმენტაციადალუქული კონვერტით (კონვერტზე უნდა იყოს წარწერა - კონფედენციალურია) ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, ბლოკი 1, მე 3 სართული - სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სათავო ოფისი.

ტენდერში მონაწილეობისათვის მზაობის შესახებ ან/და ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:tenderi@finca.ge ან დარეკეთ ნომერზე: 2 2074 10 ext. 1075(გიორგი მჭდელიშვილი)

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ