ჩაბარების ვადა:

18 თებერვალი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8631 - ფასთა გამოკითხვა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვასა და მონტაჟზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვასა და მონტაჟზე.

  • შესყიდვის საგანი - ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა და მონტაჟი
  • ტექნიკური დავალება - დანართი #2
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 18.02.2021,18:00 საათი

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული ან რუსული
  • შემოთავაზებული ფასი
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული. 

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
  • გადახდის პირობები;
  • მიწოდების პირობები და ვადები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის შესაბამისობის სერთიფიკატი;
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 18.02.2021,18:00 საათი

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
მობ: +995 579 552 051
E-mail: LPirveli@richmetalsgroup.com

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი
საწარმოო პროექტების მართვის დირექტორის მოადგილე
ალექსანდრ პატრაკევი
Mob: +995 591 086 722
E-mail: APatrakeev@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი