4 თებერვალი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT8635 - ტენდერი STULZ-ის წარმოების 6 ერთეული პრეციზიული გაგრილების სისტემის მხარდაჭერის (მომსახურება) შესყიდვაზე
ტენდერი აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკის“ საკუთრებაში არსებული STULZ-ის წარმოების 6 ერთეული პრეციზიული გაგრილების სისტემის მხარდაჭერის (მომსახურება) შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- მომსახურების შესრულების ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადით (დანართი #1);
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
- კომპანიის მიერ შემოთავაზებული ყოველთვიური ღირებულება უნდა მოიცავდეს, როგორც გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმება/მომსახურებას, ასევე ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე საჭირო/დაზიანებული სათადარიგო ნაწილების შეცვლის ღირებულებას;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 1(ერთი) კალენდარული წლის ვადით, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
დამატებითი პირობა!
- ბანკის მიერ განიხილება კომპანიები, რომლებსაც ეყოლებათ აღნიშნული ბრენდის სერტიფიცირებული სპეციალისტები და წარმოადგენენ შესაბამის სერტიფიკატებს.
ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
მომსახურებაში შედის:
ბანკის სასერვერო ოთახში განთავსებული 6 ეთეული STULZ-ის წარმოების პრეციზიული გაგრილების სისტემის პროფილაქტიკური სერვისი, რომელიც მოიცავს:
- სისტემის კომპონენტების გეგმიური შემოწმება/მოვლა-პატრონობა მწარმოებლის რეკომენდაციების სრული დაცვით, ასევე სხვა სარეგლამენტო სამუშაოები;
- გეგმიური პროფილაქტიკური შემოწმება თვეში ერთხელ;
- სისტემური ყველა ჰაერის ფილტრის გეგმიური გაწმენდა წელიწადში ორჯერ;
- გარე ბლოკის გეგმიური გაწმენდა წელიწადში ორჯერ;
- მილების გეგმიური შემოწმება თვეში ერთხელ, დაზიანების შემთხვევაში მათი დადუღება;
- ფრეონის შემოწმება/დამატება სეზონურად;
- პრობლემების (საფრთხეების) აღმოცენების ალბათობის შეფასება და რეკომენდაციების ფორმირება მათი თავიდან აცილების მიზნით. შემსრულებელი განახორციელებს სადღეღამისო, რიგგარეშე და გადაუდებელ ტექნიკურ სერვისს აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში;
- კონდიცირების სისტემის სრული გათიშვის შემთხვევაში ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნისთანავე მოახდინოს რეაგირება ერთი საათის განმავლობაში;
- შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს სათადარიგო დეტალების დასაწყობება კონკრეტულად ბანკისთვის, რაც უზრუნველყოფს საჭიროების დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა;
ტენდერი ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 4 თებერვალი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი: შორენა თავაძე
მობ: 595 901 200;
ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები