ჩაბარების ვადა:

16 თებერვალი 2021, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T8712 - ტენდერი აკუმულატორების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერი აკუმულატორების შესყიდვაზე.

პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

აკუმულატორების ტექნიკური მოთხოვნები:

  • ტევადობა: 60/100/200 ამპერ/საათი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წელი 
  • განმუხტვის დენი 5 ამპერი
  • ცივი სვლის დენი 830 ა
  • ძაბვა არანაკლები 12.6 ვოლტი
  • აისო ISO 14001, VD 6.1, TS 16649, iso 9001 (ერთერთი)
  • წონა არანაკლები 23.3 კილოგრამი 
  • გარანტია არანაკლებ 2 წელი
ბრენდების ჩამონათვალი ამპერ/საათი შესასყიდი
რ-ბა
ერთეულის ფასი
(ლარი)
ჯამური ფასი
(ლარი)
საგარანტიო ვადა

Varta, Multlu, Excide, Duracell, Centra

60 ა/ს 50 ცალი      

Varta, Multlu, Excide, Duracell, Centra

100 ა/ს 700 ცალი      

Varta, Multlu, Excide, Duracell, Centra

200 ა/ს 50 ცალი      
  სულ ფასი - ლარი

ტენდერის მნიშვნელოვანი პირობები:

  • განიხილება მხოლოდ შემდეგი ბრენდები: Varta, Multlu, Excide, Duracell, Centra;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
  • საქონლის შესყიდვა მოხდება რეგულარულად, სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში; წინასწარ რომელ თვეს რამდენი ერთეულის შესყიდვა მოხდება უცნობია, მთლიანი რაოდენობის ათვისება მოხდება არაუგვიანეს 1 წლის განმავლობაში;
  • კომპანიამ უნდა მოახდინოს ტენდერით გათვალისწინებული სრული რაოდენობის დასაწყობება საკუთარ საწყობში და მოთხოვნის შესაბამისად მოწოდება;
  • საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
  • ანგარიშსწორება მოხდება ყოველ ჯერზე საქონლის მოწოდების შემდეგ;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს შენახვის და ტრანსპორტირების ხარჯებს თბილისის მასშტაბით.
  • პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებული საქონლის MAF (Manufacturer Authorised Form).
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საქონლის ნიმუში.

ტენდერი ჩატარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება დანართ N1-ში არსებული ჯამური ფასის მიხედვით, ბიჯი 3’000 ლარი.

ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაფიქსირებული ჯამური ფასის შესაბამისად პროპორციულად დააკლდება საქონლის ერთეულის ფასს.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N1;

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • წინამდებარე დოკუმენტიშევსებული სახით, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, დასკანერებული PDF ფორმატში;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF (Manufacturer Authorised Form);
  • დანართი N1;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 16 თებერვალი 15:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 3000 ლარი;
  • გთხოვთ სისტემაში მიუთითოთ მოსაწოდებელი პროდუქციის ჯამური ღირებულება.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტაKo.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 თებერვალი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 3'000.00 ‎₾