
19 თებერვალი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8757 - ტენდერი პრემიუმ ხარისიხის ძრავის ზეთების და ანტიფრიზის შესყიდვაზე გენერატორებისთვის
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი შემდეგი დასახელების პრემიუმ ხარისიხის ძრავის ზეთების და ანტიფრიზის შესყიდვაზე გენერატორებისთვის:
- ძრავის ზეთი 10W40 – 6000 ლიტრი
- ძრავის ზეთი 15W40 – 6000 ლიტრი
- ანტიფრიზი - 2000 ლიტრი
- გამოხდილი წყალი - 1000 ლიტრი
წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში დღგ-ს ჩათლით და შემოთავაზებული ფასები ერთნაირი უნდა იყოს ყველა ქალქაში. მოთხოვნილი რაოდენობის შესყიდვა მოხდება ეტაპობრივად (სილქნეტის მხრიდან მოთხოვნის შესაბამისად) ერთი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მაშტაბით.
პროდუქციის შესყიდვა უნდა განხორციელდეს მომწოდებლის საწყობიდან/მაღაზიიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უმეტესწილად შემდეგ ქალაქებში:
- თბილისი,
- თელავი,
- გორი,
- ქუთაისი,
- ბათუმი,
- ზუგდიდი,
- ახალციხე
- ახალქალაქი.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით
- განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, გოთუას #3
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: მიხეილ იაშაღაშვილი
ტელეფონი: +995 593 903233
E-mail: tenders@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3
ს.ს. ,,სილქნეტი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
ს.ს. ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ტენდერის კატეგორია:
- 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
- 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები