
4 მარტი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT8764 - ქალაქ ახალციხეში ყოფილი სამხედრო ბაზის რეაბილიტაციის (განვითარების) ხედვის და ქალაქის ცენტრში არსებული საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება
- გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 მარტი 2021 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 04.03.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში:
- I - კონვერტში საფასო შემოთავაზება;
- II - კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- ორგანიზაციის/ფირმის დასახელება (ლათინურად);
- ორგანიზაციის/ფირმის მისამართი
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
- ტენდერის დასახელება: „Drawing up a revitalization (development) prospect for the former military base and project documentation for a municipal park in the city of Akhaltsikhe“
- წარწერა “კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 19.2204.6-004.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83374469
გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.
დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 15.03.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
გამარჯობა, აგრეთვე მაინტერესებს ეკონომისტის ნაცვლად შეიძლება თუ არა უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია ავიყვანოთ კონსულტანტად. მადლობას გიხდით წინასწარ
დიახ, შესაძლებელია, თუ აკმაყოფილებს მოხოვნებს და აქვთ შესაბამისი გამოცდილება.
დღე მშვიდობისა კიდე რამდენიმე შეკითხვა გვაქვს: 1. თქვენ გიქერიათ რომ კონსულტანტად საჭიროა ეკონომისტი, ეს კონსულტანტი საჭიროა ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად? შესაძლებელია ფინანსიტი იყოს და შეასრულოს იგივე სამუშაო? და 2. ლანდჩაპტის კონსულტანტად შესაძლებელია თუ არა კომპანია ავიყვანოთ და CV -ს ნაცვლად წარმოვადგინოთ მათი პორტფოლიო. მადლობას გიხდით წინასწარ
1. კი, შესაძლებელია იყოს ფინანსიტი თუ აქვს მსგავსი გამოცდილება. 2. დიახ, შესაძლებელია.
მოგესალმებით, მაინტერესებს CV - ებისთვის რაიმე სპეციალური ფორმა ხომ არ გაქვთ? ან მოთხოვნა ხომ არ არის რომ ერთ ფორმატში იყოს? გმადლობთ
მოგესალმებით, არა, სპეციალური ფორმა არ გვაქვს. არც მოთხოვნა გვაქვს რომ ერთ ფორმატში იყოს ყველა წარმოდგენილი CV.
მოგესალმებით, გვაინტერესებს შემდეგი საკითხი: 1) შპს დაფუძენბულია 2019 წელს და მისი დამფუძნებლები ფლობენ ტენდერში მოთხოვნილ კვალიფიკაციას, თუმცა თვითონ შპს-ს არ აქვს 3 წლის მუშაობის გამოცდილება. გთხოვთ, გვაცნობოთ საკმარისი იქნება თუ არა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დამფუძნებელი ფიზიკური პირების გამოცდლება, თუ ისინი წარმოადგენენ ამ გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წერილობითი სახით.
შეგძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ტენდერში..
მოგესალმებით, გიგზავნით კითხვებს: 1) გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ხარისზობრივი შეფასების კონვერტში წარსადგენია შემდეგი ინფორმაცია: - ტენდერში მონაწილე კომპანიის გამოცდილება - პროექტის განხორციელების მეთოდოლოგია - პროექტის განხორციელების გეგმა, სამუშაო დღეების რაოდენობის ჩათვლით, გადანაწილებული ამოცანების მიხედვით. - პროექტში ჩართული ექსპერტების გამოცდილება 2) რევიტალიზაციის (განვითარების) ხედვის პროექტი ითვალისწინებს მდინარის ნაპირის განვითარებას და მასზე საზოგადოებრივი სივრცის ფორმირებას. გვაინტერესებს გაუზიარდება თუ არა კონსულტანტს ჰიდროლოგიური კვლევა. 3) "სკვერის, ახალგაზრდული ცენტრის, ბიბლიოთეკის, კინოთეატრის, კულტურის სახლის და სპორტული კომპლექსის მშენებლობას. პირველ ეტაპზე განსახორციელებელი პროექტია 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) მხარდაჭერით იგეგმება. ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ასევე, უნდა შეიქმნას ცენტრი, სადაც მოქალაქეები მიიღებენ სხვადასხვა მომსახურებას და მოხდება ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს ქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მუნიციპალური სერვისების განვითარებას." "საპროექტო ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების განთავსების სქემას სართულიანობის, სიმაღლის და დაგეგმილი ფუნქციების მითითებით. " შედის თუ არა კონსულტანტის მოვალეობაში მოცემული სივრცეების დაპროექტება? იმ შემთხვევაში თუ შედის - იმისათვის, რომ შეიქმნას სქემატური მონახაზ, სადაც განისაზღვრება შენობების სიმაღლე სართულიანობისა და ლოკაცია, საჭირო იქნება ტექნიკური დავალებისა და დიზაინ ბრიფის შედგენა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. თუ არ შედის ამ შემთხვევაში კონსულტანტს უნდა გადაეცეს პროექტები, რომ მოხდეს მათი გათვალისწინება და კოორდინაცია. 4) " საპროექტო არეალაში განახლებული ტოპოგრაფიული გეგმის საფუძველზე ..." შედის თუ არა კონსულტანტის მოვალლეობაში რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში ტოპოგეოდეზიური კვლევის ჩატარება. იგივე კითხვა მიესადაგება მწვანე დერეფნებს. 5) გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ კონსლტანტის მოვალეობაში შედის მხოლოდ სკრინინგის დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სამინისტრომ მოითხოვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (რადგან მდინარის ნაპირის განვითარებაზეა საუბარი) - ამ დოკუმენტის მომზადება არ შედის კონსულტანტის ვალდებულებაში. 6) "საპროექტო ტერიტორია უნდა დაკავშირდეს ზემოთ ხსენებულ ტერიტორიტორიებთან ე.წ „მწვანე დერეფნებით“ (რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობის საშუალებას საკვლევი არეალის ფარგლებში)." - გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ პროექტის ფარგლებში მოხდება მხოლოდ დანართში მწვანედ მონიშული სივრცეების განვითარების ხედვის შემუშავება. მადლობა
მოგესალმებით გიგზავნით პასუხებს თქვენ მიე დასმულ კითხვებზე: 1) გიდასტურებთ. 2)ჩვენ არ მოგვეპოვება, შეგიძლიათ მიმართოთ ახალციხის მუნიციპალიტეტს ან შესაბამის კომპეტენტურ უწყებას თუკი არსებობს მსგავსი კვლევა. 3)კონსულტანტის მიერ ჩატარებული წინასაპროექტო კვლევის საფუძველზე და მერიის/ქალაქის საჭიროებების გათვალისწინებით, კონსულტანტმა უნდა შეადგინოს ტერიტორიის განვითარების ხედვა შესაბამისი გენგეგმის დამუშავებით, სადაც განსაზღვრული იქნება ტერიტორიის განვითარების პირობები, შენობა -ნაგებობების განთავსების არეალები, ფუნქცია, სართულიანობა, გეგმარებითი პარამეტრები, რაც სამომავლოდ იქნება დეტალური პროექტირების წინაპირობები. კონკრეტულად ამ ეტაპზე კონსულტანტს არ ევალება თითოეული შენობა-ნაგებობების დეტალური არქიტექტურული პროექტის მომზადება. (შესაბამისად ვერ მოხედხება დიზაინ ბრიფის მიწოდება) რაც შეეხება საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრის, სპორტული დარბაზის და სხვა არქიტექტურულ პროექტებს, უკვე დამუშავებულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რაც მიეწოდება კონსულტანტს და, შესაბამისად, ასახული/გათვალისწინებულ უნდა იქნეს კონსულტანტის მომზადებულ ტერიტორიის განვითარების ხედვაში. 4)კონსულტანტმა საპროექტო არეალში უნდა უზრუნველყოს განახლებული ტოპოგრაფიული კვლევის ჩატარება. რაც შეეხება მწვანე დერეფნებს, რადგან უშუალოდ არ ხდება მწვანე დერეფნების სივრცეების დეტალური პროექტირება და ატარებს მხოლოდ კონცეფციის ხასიათს, ამ ეტაპზე კონსულტანტი უნდა დაეყრდნოს ზოგად ტოფოგრაფიულ მონაცემებს, რათა განისაზღვროს მწვანე დერეფნების დაგეგმარებისა და მათი საპროექტო არეალებთან კავშირების შესაძლებლობები. 5)ამ ეტაპზე კონსულტანტის მოვალეობაში შედის მხოლოდ სკრინინგის დოკუმენტის მომზადება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს მხრიდან დადგება სხვა გარემოსდაცვითი დოკუმენტების შემუშავების საჭიროება, მათი ცალკეული დამუშავება მოხდება შემდგომ ეტაპზე - დეტალური პროექტირების ფარგლებში. 6)მწვანედ მონიშნული სივრცეების განვითარების ხედვასთან ერთად, კონტრაქტორმა ჩატარებული წინასაპროექტო კვლევის საფუძველზე უნდა განსაზღვროს საპროექტო ტერიტორიების შესაძლო კავშირები „მწვანედ მონიშნულ“ არეალებთან და უზრუნველყოს მათ შორის დამაკავშირებელი ერთიანი (უწყვეტი) კავშირის (საფეხმავლო ბილიკი / ველო ბილკი და სხვა.) გაჩენა/შემუშავება.