ჩაბარების ვადა:

22 თებერვალი 2021, 15:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T8791 - ტენდერი სატრანსპორტო გადახდების მართვის სისტემის ტესტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეტრო სერვის +“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სატრანსპორტო გადახდების მართვის სისტემის ფუნქციონალის ტესტირების მომსახურების შესყიდვაზე

მომსახურების აღწერა:

სატრანსპორტო გადახდების მართვის სისტემა უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ტრანსპორტში განხორციელებული ნებისმიერი ნაღდი ან უნაღდო ტრანზაქციის ცენტრალიზებულად დამუშავებას, აკონტროლებს და მართავს ტარიფებს, შეღავათებსა და სარგებლობის დროს. განსხვავებული წესით ამუშავებს გადახდის სხვადასხვა საშუალებებს, როგორიცაა: სატრანსპორტო ბარათები (Mifare Classic 1K (MF0 IC S50) უკონტაქტო ტიპის ბარათი), საქართველოს ბანკის მიერ ემიტირებული Express Pay ბარათები, პარტნიორი ბანკის ბარათები, საერთაშორისო საგადამხდელო ბარათები და მობილური გადახდები (TTC APP, Apple Pay/TSKAPP, Face ID).

  • ტესტირების მიზანია, შემოწმდეს სხვადასხვა საშუალებებით განხორციელებული გადახდების შედეგად ჩამოჭრილი თანხების შესაბამისობა მგზავრობის ღირებულების დადგენილ ტარიფებთან, ასევე, დადგენილი შეღავათების (დროის და გამოყენების რაოდენობის გათვალისწინებით) კორექტული მიმდინარეობა და დამუშავება. ტესტირების მიმდინარეობისას შემოწმდება ბარათების სიის მართვის პროცესი, ე.წ. „შავი სიის“ (“Black List”) - კორექტული მუშაობა, სხვადასხვა ბარათების ამ სიაში არსებობა და დამატება/ამოღების პროცესი.
  • ტესტირება გაიმართება რეალურ გარემოში (production environment), რეალური სამუშაო პირობების გათვალისწინებით. პროცესში გამოყენებული იქნება ე.წ. ტესტირებისთვის განკუთვნილი გადახდის საშუალებები, კერძოდ, ფიზიკური სატრანსპორტო ბარათი (Mifare Classik 1K (MF0 IC S50)), ფიზიკური საბანკო ბარათები და სხვა გადახდის მეთოდები (მობილური აპლიკაცია, TTC APP, Apple Pay/TSKAPP, Face ID)

სატესტო პროცესის მიმდინარეობა:

  • შემსრულებელი ქმნის ტესტირების მეთოდოლოგიას, რომელიც დაფუძნებული იქნება გადახდის პროცესებზე სხვადასხვა გადახდის საშუალებების შესაბამისად. მეთოდოლოგია განკუთვნილი იქნება პროცესის სისწორის შემოწმებისთვის, ასევე ბრძანებების თანმიმდევრულად შესრულების დასადგენად, შესაბამისი გადახდის საშუალების და გარემოს თანახმად. დამკვეთი შემსრულებელს მიაწვდის თითო გადახდის საშუალებისათვის პროცესის დეტალურ აღწერას - პროცესები მომხმარებლის ინტერფეისით (GUI interface), API-ზე დაფუძნებული, სატესტო ოპერაციების რაოდენობა და საკონტროლო შედეგები. ტესტირების პროცესში დამკვეთის მხრიდან ჩართული იქნება მინიმუმ 1 (ერთი) პასუხისმგებელი ადამიანი.
  • ტესტირების პროცესის დაწყებამდე, შექმნილი მეთოდოლოგიები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან და საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს შესწორებები.
  • შეთანხმებული მეთოდოლოგიებით ტესტირების ჩასატარებლად დამკვეთი მოამზადებს საჭირო გარემოს, რომელიც უნდა მოიცავდეს სატესტო გადახდის საშუალებებს, ინფრასტრუქტურას და ა.შ.
  • შემსრულებელმა უნდა ჩაატაროს ტესტირება ადამიანური რესურსების ჩართულობით. ტესტირებაში ჩართულ სპეციალისტს უნდა შეეძლოს გამართული საუბარი და წერა ქართულ ენაზე, ადგილზე უნდა მოახდინოს ტესტირებისთვის საჭირო მოქმედებები (მაგალითად, უკონტაქტო ბარათით გადახდის იმიტირება). ასევე, უნდა მონაწილეობდეს პროცესის გამართვისათვის საჭირო მოლაპარაკებებში და საბოლოო რეპორტის ქართულ ენაზე შედგენაში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპეციალისტი იყოს სერტიფიცირებული აღნიშნულ სფეროში (უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატები).

ყველა პროცესი უნდა ჩატარდეს დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტესტირების მეთოდოლოგიების მიხედვით.

ტესტირების დასრულების შემდეგ, შემსრულებლის მხრიდან დამკვეთს უნდა წარედგინოს სრული რეპორტი, რომელშიც ასახული იქნება გამოყენებული მეთოდოლოგიები, მონაცემები და ტესტირების პროცესები, შესაბამისი შედეგებით, ქართულ ენაზე.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 22 თებერვალი, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი: ltkeshelashvili@msplus.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება
  • 72800000 კომპიუტერის შემოწმება და ტესტირება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 თებერვალი 2021 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა