
23 თებერვალი 2021, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T8815 - ტენდერი ფულის დეტექტორის და მისი ულტრაიისფერი ნათურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს მეტრო სერვის +
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 16 თებერვალი 2021 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 თებერვალი 2021 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ფულის დეტექტორის და მისი ნათურების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
ფულის დეტექტორი SLD16M | 5 |
ულტრა იისფერი ნათურა 16W | 20 |
გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოს მიწოდება.
მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 23 თებერვალი, 18:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი: ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
მოგესალებით, დეტექტორებთან დაკავშირებით მაქვს თქვენთან კითხვა, ჩვენი პროდუქცია ოდნავ განსხვავებულია (ბრენდის კუთხით) მახასიათებლები თითქმის იგივეა, მინდა დავაზუსტო შეგვიძლია ჩვენ თუ არა ტენდერში მონაწილეობის მიღება? პატივისცემით
სალამი, ნათურები თუ მიდის იმ ბრენდზე რაცჩვენ გვაქვს მოთხოვნილი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა.