ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2021, 15:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T8823 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 2 მარტი, 15:00.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს A4 ქაღალდის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი 1700 შეკვრა

მახასიათებლები:

  • A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით;
  • ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის.
  • დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები;
  • ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის;
  • წონა: 80 g/m2
  • სინოტივე: 3.0 – 4.0 %
  • სისქე: 104 – 110 µm
  • გაუმჭვირვალობა: >94%
  • სიკაშკაშე: 101 – 104%
  • სითეთრე CIE: 155 – 158
  • გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.

მოწოდება უნდა განხორციელდეს 10 ეტაპად:

  • I ეტაპი - 2021 წლის 3 მარტი - 170 შეკვრა;
  • II ეტაპი - 2021 წლის 2 აპრილი - 170 შეკვრა;
  • III ეტაპი - 2021 წლის 3 მაისი - 170 შეკვრა;
  • VI ეტაპი - 2021 წლის 3 ივნისი - 170 შეკვრა;
  • V ეტაპი - 2021 წლის 2 ივლისი - 170 შეკვრა;
  • VI ეტაპი - 2021 წლის 3 აგვისტო - 170 შეკვრა;
  • VII ეტაპი - 2021 წლის 3 სექტემბერი - 170 შეკვრა;
  • VIII ეტაპი - 2021 წლის 4 ოქტომბერი - 170 შეკვრა;
  • IX ეტაპი - 2021 წლის 3 ნოემბერი - 170 შეკვრა;
  • X ეტაპი - 2021 წლის 3 დეკემბერი - 170 შეკვრა;

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 2 მარტი, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 თებერვალი 2021 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა
თიბისი დაზღვევა - შიდა