ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8830 - ტენდერი წვეთოვანი სისტემის მოწყობის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „კახური ტრადიციული მეურნეობა“ აცხადებს ტენდერს წვეთოვანი სისტემის მოწყობის სამუშაოებზე.

ტექნიკური დავალება:

  • ვენახებისათვის სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლის, თელავის რაიონებში.

სამუშაოები მოიცავს სრულიად ავტომატიზირებული წვეთოვანი სარწყავი სისტემის დაპროექტებას 6 ნაკვეთში, ხოლო მექანიზირებულს 2 ნაკვეთში (იხ. დანართი №6)

ინფორმაცია ვენახებზე:

  • გაშენდება სხვადასხვა ჯიშის ვენახი.
  • კვების არე 1*2
  • რიგების სიგრძე 10 მეტრიდან 200 მეტრომდე
  • ვენახის მოვლა იგეგმება მთლიანად მექანიზაციით
  • წვეთოვანი უნდა მოეწყოს 2021 წლის 31 მაისამდე

მორწყვა უნდა განხორციელდეს დღეში 20 სთ. 24 საათის განმავლობაში ჰა-ზე დღეში ვენახისათვის საჭირო წყლის რაოდენობის მიწოდებით სეზონის პიკზე. მორწყვის ცვლები უნდა იყოს კომპაქტური განლაგების.

აღნიშნულ ფართობებზე გაშენდება სხვადასხვა ჯიშის ვენახი.

ძირითად და დამხმარე მილებად უნდა იქნას გამოყენებული პოლიეთილენის PE 100 ან პოლივინილ ქლორიდის მილები, რომელიც დამზადებული იქნება მაღალი ხარისხის ორიგინალი მასალებისაგან, მთავარი მილები მოწყობილი უნდა იყოს არა ნაკლებ SDR 21 (PN8) კატეგორიის მილებით.

წვეთოვანი მილები უნდა იყოს დამზადებული მაღალი ხარისხის მასალისაგან, იყოს წნევის კომპენირებადი, კედლის სისქით არა ნაკლებ 1,2 მმ. საწვეთურებს შორის მანძილი 50 სმ. მოწყობის გეგმა იხ. დანართი № 9, 10,11.

წვეთოვანი მილების მავთულზე საკიდმა უნდა უზრუნველყოს მილის მყარი ფიქსაცია საკიდზე. საკიდები უნდა განლაგდეს წვეთოვანი მილის სიგრძის ყოველ 50 სმ-ში.

ონკანების ჯგუფი უნდა იყოს აღჭურვილი წნევის საზომი მანომეტრით, ჰაერის გამომშვები ონკანებით და საჭიროების შემთხვევაში – წნევის რეგულატორებით.

სისტემა უნდა იყოს ავტომატიზირებული და შეიცავდეს დისტანციურ მართვას, იმ ნაკვეთებში, სადაც ის განსაზღვრულია იხილეთ, დანართი №6

სისტემა უნდა იყოს აღჭურვილი შემდეგი სენსორებით:

  • წყლის დინების მრიცხველით
  • ნიადაგში ტენიანობის საზომი სენსორით 2 სიღრმეზე. (სენსორების რაოდენობა განისაზღვროს ნიადაგის განსხვავებულობების მიხედვით) საპროექტოს მიერ.
  • სინოპტიკური სადგური ფართობებში.

სატუმბი სადგური უნდა მოეწყოს სატრაქტორო პარკში დამკვეთთან შეთანხმებით.

თითოეული ელექტრო ტუმბოს ნომინალური სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს მის მუშა სიმძლავრეს სულ მცირე 15%-ით. უპირატესეობა მიენიჭება ევროპის ქვეყნებში დამზადებულ ელექტრო ტუმბოებს.

სატუმბი სადგურის ელექტრო მართვის სისტემა განისაღვროს პრეტენდეტის შეთავაზებით. მისი სპეციფიკაცია და გამოყენებული მასალები ჩამონათვალი მწარმოებლის მითითებით უნდა იქნეს წარმოდგენილი.

სარწყავის სისტემა არხიდან, ღია აუზიდან ან მდინარიდან წყლის მომარაგების შემთხვევაში აღჭურვილი უნდა იყოს საფილტრი სისტემით, რომელიც შედგება შესაბამისი გამტარებლობის ავტომატური უკუგამორეცხვის ქვიშის ფილტრებისაგან. ქვიშის ფილტრები უნდა იყოს დამზადებული ორმაგი დაფარვით. საფილტრი სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს არა უმეტეს 100 მიკრონი სიწმინდის დისკ ფილტრებისაგან.

სარწყავის სისტემაში რომელიც მარაგდება ჭის წყლით პირდაპირ ან დახურული ბაკის საშუალებით უნდა დამონტაჟდეს ქვიშის სეპარატორის და დისკ ფილტრი სისტემა მოცემულ წყლის წარმადობაზე გაანგარიშებით.

პრეტენდეტმა უნდა განახორციელოს სარწყავი სისტემის სრული მონტაჟი, მისი შემოწმება და გაშვება.

მაგისტრალური და მეორე დონის მილების მოწყობა უნდა განხორციელდეს არა ნაკლებ 1,1 მ სიღრმეზე ტრანშეებში სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით. იხილეთ დანართი № 8

პრეტენდეტმა სისტემის და მისი ავტომატიზაციის ფუმქციონირებაზე ტრენინგი უნდა ჩუტაროს კომპანიის პერსონალს.

პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს მთავარი და დამხმარე მილების, წვეთოვანი მილების, ფილტრების და ტუმბოების მწარმოებელი კომპანიების სერთიფიკატები.

პრეტენდეტმა წვეთოვანი მილებისა და ტუმბოებისათვის უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი კომპანიის საგარანტიო პირობები ქარხნული წუნის აღმოჩენის მიმართ.

  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს ბაზარზე საკუთარი გამოცდილების დამადასტურებელი ფორმა დანართი №
  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების კალენდარული ვადები ფორმა № 3 .
  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს დაფინანსების გრაფიკი.
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.
  • პრეტენდეტმა უნდა შეავსოს ბიუჯეტის ფორმა თანდართული ექსელ ფაილში, ყველა მასალების და სამუშაოების აღწერით, რაოდენობა ერთეულის ფასი და მთლიანი ღირებულების მითითებით.

შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • დანართი № 5-ს მიხედვით მოწოდებული ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები
  • ხელშეკრულება
  • ინვოისები
  • საბანკო გადარიცხვები.
  • მ/ჩ აქტები
  • სარეკომენდაციო წერილი
  • გამოსაყენებელი მასალების ნომუშები

ტექნიკურ დავალებას თან ერთვის:

  • დანართები 11
  • ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუქა (DWG ფორმატში)
  • ტერიტორიის განაშენიანების რუქა (DWG ფორმატში)

პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს განფასება:

  • წვეთოვნის მოწყობის განფასება, დანართი 1,2,3,4 მიხედვით.
  • ავტომატიზირებული და დისტანციური მართვა დანართი 1ა,2ა,3ა,4ა მიხედვით.
  • ყველა ნაკვეთის განფასება უნდა იყოს, წარმოდგენილი ცალ-ცალკე. 

შენიშვნა:

  • პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვა ერთ ან რამოდენიმე ლოკაციაზე, მოსაწყობ წვეთოვნის საპროექტო სამონტაჟო სამუშაოებზე,
  • ასევე ავტომატიზირებულ და დისტანციურ მართვის მოწყობა ერთ ან რამოდენიმე ლოკაციაზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, საკონკურსო ნამუშევარი გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@ktw.ge

დამტებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშურდით:
ემზარ ნოზაძე
ტელ: 599 551017
ელ.ფოსტა: e.nozadze@ktw.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები