ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2021, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T8849 - ტენდერი სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“-სთვის დეზინფექციის სერვისის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“-სთვის დეზინფექციის სერვისის შესაძენად განფასების შემოთავაზება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად.

  • შემოთავაზებასთან ერთად კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ გამოსაყენებელი სადეზინფექციო ხსნარის წარმოშობის და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი, მისი ყოველდღიური გამოყენების ოდენობა და გამოყენების წესის აღწერა. 
  • დასამუშავებელი მოცულობა: 19717 კვმ ( საერთო მოხმარების ფართები, საპირფარეშოები, ოფისები და სახანძრო ტამბურები )
  • პერიოდულობა: დღეში ერთხელ ( მოლის დახურვის შემდეგ 22:00 დან 7:00 მდე )
  • დასამუშავებელი ზედაპირი: იატაკი
  • ქიმიური შემადგენლობა: იხილეთ დანართი - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ რეგლამენტში (შემოთავაზება რომელიც არ შეესაბამება ამ რეგლამენტს არ იქნება განხილული)
  • აუცილებელი მოთხოვნა - შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აქტების ორმხრივად გაფორმება
  • გადახდის პირობა - გადახდა განხორციელდება ყოველდღიური მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ჯამურად კვირაში ან თვეში ერთჯერ.  
  • შემოთავაზება უნდა იყოს გამოგზავნილი დალუქულ კონვერტში შემდეგ მისამართზე 02.03.2021 თბილისი დროით 15:00 საათამდე.
  • გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის დასახელება, თქვენი კომპანიის სახელი, ელ. ფოსტის მისამართი, საკონტაქტო პირის სახელი და ტელ. ნომერი. შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს ფასი მოიცავს თუ არა დღგ-ს, ვალუტა.
  • კონვერტის მიწოდების ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი #213 (ყოფილი: აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), 0131 თბილისი, საქართველო. (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ ადმინისტრაცია) მიმღები: ზურაბ გაჩეჩილაძე
  • შემოთავაზება შეიძლება იყოს მიღებული ნებისმიერ სამუშაო დღეს ზემოთ აღნიშნული დროის ამოწურვამდე წინასწარი შეთანხმებით.
  • წარდგენის შემდეგ კლიენტი ხდება შემოთავაზების ერთადერთი და აბსოლუტური მესაკუთრე და არანაირი დოკუმენტაცია და ინფორმაცია არ უბრუნდება კონკურსის მონაწილეს.

წინადადების ჩაბარებამდე კონკურსის მონაწილეს შეუძლია ტექნიკურ საკითხებზე გასაუბრება წინასწარ მოთხოვნის გამოგზავნის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
დიმიტრი მუსხელიშვილი
E-mail: d.muskhelishvili@tbilisimall.com
Tel: +995 555 43 00 44

კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შესყიდვების დეპარტამენტს:
მირიან კაკაბაძე
E-mail: mkakabadze@tbilisimall.com
Tel: +995 599 88 54 55 

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები