ჩაბარების ვადა:

24 თებერვალი 2021, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T8853 - ტენდერი ორი ვიდეორგოლის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” აცხადებს ტენდერს

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მიზნად ისახავს მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნას; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერას და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანას. 

„სიდა“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში,“ რომელიც მიზნად ისახავს მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტში, ვირტუალურ ფორმატში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია იმართება 4 ქვეყნის ჩართულობით (საქართველო, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი). 

აღნიშნული ღონისძიებისთვის ორი ვიდეორგოლის დასამზადებლად, „სიდა“ იწვევს კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

ვიდეორგოლების მიზანია:

  • მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან ღონისძიების მიზნისა და ფორმატის გაცნობა ადგილობრივი სამიზნე ჯგუფებისთვის და მოწვევა საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად;
  • მონაწილე ქვეყნების მთავრობების ან კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება განახლებადი ენერგიის, მწვანე ეკონომიკის, ეკოინოვაციებისა და მდგრადი ფინანსების საკითხებში.

სამუშაოს აღწერა: 

  • თითოეული ვიდეორგოლი უნდა მომზადდეს 4-5 პერსონის მონაწილეობით.
  • თითოეული მონაწილის ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია 35-40 წამამდე; 
  • ვიდეორგოლებისთვის რესპონდენტებს განსაზღვრავს დამკვეთი, თუმცა სცენარის შემუშავება უნდა მოხდეს კონტრაქტორის მიერ დამკვეთთან შეთანხმებით;
  • კონტრაქტორი შეიმუშავებს ვიდეორგოლის სცენარს (შინაარსის, გადაღების, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით), ასევე უზრუნველყოფს გამართულ და მაღალი დონის გადაღების პროცესს, მონტაჟს, ფერთა კორექციას, მუსიკისა და ხმოვანი ეფექტების (კადრს გარეთ ხმა) კორექციას;
  • ინტერვიუსთან ერთად ვიდეორგოლს უნდა ჰქონდეს გრაფიკული გაფორმება  (ტიტრები, მნიშვნელოვანი ფრაზები, ჩარჩო);
  • ვიდეორგოლი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე ქართულენოვანი სუბტიტრების გამოყენებით. ტიტრების თარგმნა, მაღალ დონეზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონტრაქტორის მიერ.  

შენიშვნა:

  • სამუშაო უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში;
  • ვიდეორგოლის გავრცელება შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც სოციალურ ქსელში, ისე სატელევიზიო სივრცეში. 
  • უცხო ქვეყნების მონაწილეები თავად ჩაწერენ ვიდეოს და გამოგზავნიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში კონტაქტორი კომპანია, დამკვეთთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს მათ ჩაწერას ვირტუალურ ფორმატში. 

ვიდეორგოლის გადაღება უნდა მოხდეს შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:

  • ფორმატი FULL HD (1920x1080). ვიდეორგოლის მონტაჟი უნდა მოხდეს უახლესი პროგრამებით. 

ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლია, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს; 
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო  გამოცდილება ტენდერით განსაზღვრული დავალების მიმართულებით;
  • სასურველია კომპანიას ჰქონდეს მსგავსი ვიდეო რგოლის მომზადების გამოცდილება; 
  • სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გარემოსდაცვით  ან მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. 

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (პორტფოლიო); 
  • მინიმუმ 3 ვიდეორგოლის ბმული განთავსებული youtube.com-ზე;
  • ტექნიკური წინადადება: პროდუქციის მიწოდების პირობები, მომსახურების გაწევის ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღი); 
  • ფინანსური წინადადება: მომსახურების სრული ღირებულება, დღგ-ს გარეშე. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: procurement@cida.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ტენდერის დასახელება: ვიდეორგოლის მომზადება.                                                                                                                                              
  • ტენდერთან დაკავშირებული ყველა შეკითხვა ან განმარტება 2021 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: procurement@cida.ge
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 24 თებერვლის 15:00 საათისა. 

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები