ჩაბარების ვადა:

4 მარტი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8899 - დრონის და ფოტოაპარატის შეძენა

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 4.03.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში. 

გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე, ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ  კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • კომპანიის სრული სახელწოდება (ლათინურად)
  • კომპანიის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება „ purchasing drone and photo camera “
    დრონის და ფოტოაპარატის შეძენა
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, III სართული0108  თბილისი
ასევე მიუთითეთ  კონვერტზე პროგრამის ნომერი: 17.4061.2-001.00
და ტენდერის ნომერი: 91149005

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:

  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის  შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 8.03.2021 -სთვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან. 

ტენდერის კატეგორია:

  • 34700000 თვითმფრინავები (საჰაერო ხომალდები) და კოსმოსური ხომალდები
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 38600000 ოპტიკური ხელსაწყოები

დოკუმენტაცია