ჩაბარების ვადა:
4 მარტი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8902 - ტენდერი უნიფორმების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს უნიფორმების შესყიდვაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- აუცილებელია ფასების მოწოდება შემდები პრინციპით:
- დამატებით ექსელის ცხრილში მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით და რაოდენობებით, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება (იხ. თანდართული ფაილი N1);
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
- მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება;
დამატებითი ინფორმაცია:
- პროდუქციის შეკვეთა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, 1 თვეში ერთხელ 150 თითოეული უნიფორმა, გარდა მენეჯერის უნიფორმის;
- ყოველ შეკვეთამდე აუცილებელია ზომების აღება თითოეულ თანამშრომელზე;
- მოწოდების ვადა შეკვეთიდან - 10 დღე;
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს პროდუქციის მოწოდებას შეთანხმებულ ლოკაციაზე;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 25 თებერვლიდან 2021 წლის 4 მარტის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
შესყიდვების სპეციალისტი: მარიამ გიქოშვილი
ელ. ფოსტა: mariam.gikoshvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები