
15 მარტი 2021, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T8909 - ტენდერი CR გამაციფრულებელის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს ევექსის კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 12 მარტი 2021 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 მარტი 2021 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ევექსის კლინიკები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: CR გამაციფრულებელის შესყიდვა - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
- წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
- ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს „ევექსის კლინიკები“ ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 15 მარტს 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 26 თებერვალი 2021 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 15 მარტი 2021 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 24 მარტი 2021 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 2 აპრილი 2021 წ.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 მარტი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
დოკუმენტაცია
გამარჯობა 1- CR-ის აპარატს გააჩნდეს უნდა თუ არა მამოგრაფიის ფუნქცია?
გამარჯობა, არაა სავალდებულო
1. CR-ის კასეტის ზომები და რაოდენობა (თუ გაქვთ უკვე კასეტები ზომები და ბრენდი) 2. ვინ განახორციელებს მონტაჟს 3. თან უნდა ეხლას თუ არა კომპიუტერი, პროგრამა და მსგავსი აქსესუარები
1) არ გვაქვს 2) მომწოდებელმა უნდა განახორციელოს მონტაჟი 3) გთხოვთ მოგვწეროთ ჩამოთვლილის ჩათვლით ფასებო და მის გარეშე
მოგესალმებით, გთხოვ დაგვიზუსტოთ შემდეგი საკითხები: 1) CR-ის კასეტების ზომები და საჭირო რაოდენობა; 2) საჭიროა თუ არა კომპიუტერი, მონიტორი და დამუშავების პროგრამები?
1) რაოდენობა 2-2 ცალი სტანდარტული ზომები. 2) გთხოვთ მოგვწეროთ ჩამოთვლილის ფასები და მის გარეშე