ჩაბარების ვადა:

11 მარტი 2021, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T8915 - კონკური Microsoft SQL-ის ბაზაზე რეპორტის შექმნაზე

კონკურსის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს კონკურსს Microsoft SQL-ის ბაზაზე რეპორტის შექმნაზე.

ძირითადი მოთხოვნები:  

  • რეპორტის შექმნა Microsoft SQL-ის ბაზაზე T-SQL-ის გამოყენებით.

კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად: 
პირველ ეტაპი: 

  • მონაწილეების ამორჩევა გამოცდილების და მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე 

მეორე ეტაპი: 

  • ამორჩეულ პრეტენდენტებს გაეცნობათ შესასრულებელი სამუშაო, რომლის საფუძველზე მონაწილეები მოგვაწვდიან შეთავაზებას და მომსახურების ღირებულებას  
  • გამარჯვებული გამოვლინდება შეთავაზების და ფასიდან გამომდინარე  

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • მონაწილის სააპლიკაციო ფორმა;

კონკურსის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 11 მარტი 2021 წელი 16:00 საათამდე.
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, სს პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების  სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
გიორგი ჩაკვეტაძე 
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112  ტელ.: (+995 32) 2202222 (1830)
E-mail: g.chakvetadze@procreditbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები