19 მარტი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8955 - ტენდერი ანტივირუსული დაცვის, ანტისპამის და ვებ პროქსის პროგრამული უზრუნველყოფაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ანტივირუსული დაცვის, ანტისპამის და ვებ პროქსის პროგრამული უზრუნველყოფაზე:
- სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
- მომსახურების აღწერილობა მოცემულია თანდართულ ფაილად.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასი, (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. (იხ.თანდართული ფაილი,ფასთა ცხრილი)
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილს (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობას საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმებას კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი ანტივირუსული დაცვის,ანტისპამის და ვებ პროქსის პროგრამულ უზრუნველყოფაზე“
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 19 მარტი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ბაჩა ხოფერიას, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Bacha.Khoperia@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 1119). მობ: 577 61 40 02
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები