ჩაბარების ვადა:
15 მარტი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT8975 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Macallan, Lavazza, Medoff, Sobieski და სხვა.
შესყიდვის პირობები:
შესყიდვის ობიექტია საკანცელარიო ქაღალდი A4 ფორმატის თანდართული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
# | დასახელება | რაოდენობა | ერთი შეკვრის ფასი |
1 | A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი (#1 აღწერის მიხედვით) | 4000 შეკვრა | |
2 | A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი (#2 აღწერის მიხედვით) | 200 შეკვრა |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
#1 შესასყიდი ქაღალდის აღწერა:
- A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით;
- ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის.
- დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები;
- ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის;
- წონა: 80 g/m2
- სინოტივე: 3.0 – 4.0 %
- სისქე: 103 – 110 µm
- გაუმჭვირვალობა: >94%
- სიკაშკაშე: 102 – 104%
- სითეთრე CIE: >152;
#2 შესასყიდი ქაღალდის აღწერა:
- A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით;
- ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის.
- დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები;
- ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის;
- წონა: >75 g/m2
- სინოტივე: 3.0 – 4.0 %
- სისქე: 102 µm
- გაუმჭვირვალობა: >92%
- სიკაშკაშე: >100%
- სითეთრე CIE: >142;
სხვა პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წლის ბოლომდე;
- შესყიდვის პერიოდი: 1 აპრილი 2021 – 31 დეკემბერი 2021
- გადახდის პირობა - 30 დღიანი კონსიგნაცია
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ A4 ფორმატის ქაღალდის ნიმუშები შპს „საქართველოს ლოგისტიკა და დისტრუბუცია“ ოფისში (ქ. თბილისი, ავქსენტ ისაკინის ჩიხი 2) ლოგისტიკის დეპარტამენტის სახელზე;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია:
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 15 მარტი 2021 წელი 17:00
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშრკულება გაფორმდება 6 თვის ვადით.
- სატენდერო წინადადება მიიღება ელექტრონული ფოსტით და დახურული კონვერტის მეშვებოით, ელექტრონული მისამართი: a.kurashvili@gdl.ge; g.gabelia@gdl.ge;
- ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ისაკინის ჩიხი #2
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები