ჩაბარების ვადა:

28 მაისი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T90 - ტენდერი ადვოკატირების ტრენინგის ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ადგილობრივი მოქმედი მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განივთარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში - JOIN

ტექნიკური დავალება ადვოკატირების კონსულტანტის/ტრენერის შესარჩევად

მოკლე აღწერა

პროექტი JOIN სამწლიანი ინიციატივაა, რომლესაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა აფინანსებს. პროექტს ახორციელებს ქეა საერთაშორისო კავკასიაში ქეა ავსტრიასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით – საქართველოში სამოქალაქო განივთარების სააგენტო „სიდა“, ხოლო სომხეთში აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრი. პროექტი დაიწყო 2011 წლის 1 ნოემბერს და დასრულდება 2014 წლის 31 ოქტომბერს. პროექტის ერთ ერთი მთავარი მიმართულებაა მხარი დაუჭიროს ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ცართულობას მუნიციპალური განვითრების სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც შეიმუშვებენ გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ გეგმებს მდგრადი სოციალურ–ეკონომიკური განვითრების მიზნით. იქიდან გამოდინარე, რომ სამი სექტორის ჩართულობამ უნდა უზრუნველყოს ფართო საზოგადოების მოსაზრებათა გათვალსიწინება, სამუშო ჯგუფები წარადგენენ შემუშავებულ გეგმებს შესაბამისი თემებისგან მათ მხარდაჭერას. გეგმები არის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურების, დონორების, ბინზესისა და სხვა წარმომადგენლებისთვის.

მიზანი

პროექტი JOIN ეძებს კვალიფიცირებულ ტრენერს მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების (ახალქალაქი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, მარნეული, ნინოწმინდა) შესაძლებლობების გასაძლიერებლად ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებში. JOIN–ის მხარდაჭერით სამუშაო ჯგუფებმა გააანალიზეს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვები. შედეგად ჯგუფებმა გამოავლინეს გამოწვევები და ჩამოაყალიბეს ინიციატივები მათ საპასუხოდ. პროექტი JOIN გეგმავს გააძლიეროს მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის წევრების (3–5 წევრი თითეული მუნიციპალური განვითარების ჯგუფიდან) შესაძლებლობები ადვოკატირების მიმართულებით, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა წინ წამოწიონ ადგილობრივი საჭიროებები და ადგილობრივ დონეზე ბიუჯეტირების და განვითარების პროცესში ჩაერთონ

შედეგები

ტრენინგის შედეგად სამუშო ჯგუფის წვრებმა უნდა:
– გაიაზრონ ადვოკატირების მთავარი პრინციპები
– მუნიციპალური განვითარების გეგმების საფუძველზე უნდა გამოავლინონ ის საკითხები, რისი ადვოკატირებაც სურთ
– გამოავლინონ ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ინსტიტუციები/სტრუქტურები და მათი კომპეტენცია
– დაგეგმონ ადვოკატირების კამპანია ნაბიჯ–ნაბიჯ
– ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა (გადაწყვეტილების მიმღებთა სია, მთავარი შეტყობინებები, აქტივობები, დროის განრიგი და სხვა)

ტრენინგის შედეგად მუნიციპალურ სამუშაო ჯგუფებს გამოვლენილი ექნებათ ადვოკატირების საკითხები და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები ადვოკატირების კამპანიის განსახორციელებლად.

საბოლოო პროდუქტი

ტრენინგის მოდული და მასალები
საბოლოო ანგარიში, რომელიც მოიცავს:

  • ტრენინგის მეთოდოლოგია
  • ჯგუფების ჩართულობის და მათი პოტენციალის ანალზი და განვითარების სპეციფიური არეალი
  • პრე და პოსტ ტრეინინგის შეფასება


ანგარიშვალდებულება

სამოქალაქო განვითარების საგენტო „სიდა“, ქეა საერთაშორისო კავკასიაში

საჭირო კვალიფიკაცია და კომპეტენციები


აპლიკანტს უნდა გააჩნდეს:

  • ადვოკატირების პრინციპების და სხვადასხვა მეთოდების კარგი ცოდნა
  • ერკვეოდეს სამთავრობო სტრუქტურებში, მათ როლებსა და ფუნქციებში
  • მინიმუმ 5 წლის გამოცდილება სხვადასხვა სექტორებისთვის მსგავსი ტრენიგნების ჩატარების სფეროში
მონაწილეობის მიღება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე/ორგანიზაციის პროფილი, ტრენინგის მოდული, შესაბამის გამოცდილებაზე დაფუძნებული ბიუჯეტი (ტრენერის ჰონორარი, მატერიალური ხარჯი, ტრანსპორტირება) ტრენერების რეზიუმეებს თან უნდა დაერთოს 3 რეკომენდატორის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელ. ფოსტით:

E-mail: n.chitorelidze@cida.ge

ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2014 წლის 28 მაისი. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ