29 მარტი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9013 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე.
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის: „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით“ (HEIn4, 609939-EPP-1-2019-1-BE-EPPKA2-CBHE-JP) აცხადებს ღია ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
მოთხოვნები:
- სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართ #1-ის შევსების გზით დღგ-ს გარეშე (პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით). ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
- შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #1-ში მითითებულ მახასიათებლებს (სპეციფიკაციები).
შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალური ღირებულება: 3000 ევროს ექვივალენტი ლარში
კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:
- კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის მოწოდება 2021 წლის აპრილის თვეში.
- კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
- ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
შერჩევის კრიტერიუმები:
- შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
- არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.
პროცედურა: წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია:
- განცხადების ფორმა (იხილეთ ნიმუში);
- დანართი# 1 (ფასთა კვოტირების ფორმა; გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარის ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე).
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ.
სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2021 წლის 29 მარტამდე შემდეგ ელ. მისამართზე: info@btu.edu.ge - სათაურით ტენდერი_HEIn4.
ტენდერის კატეგორია:
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები